ლანჭოუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ლანჭოუ (გამარტივებული ჩინური: 兰州; ტრადიციული ჩინური: 蘭州; ფინინი: Lánzhōu[3]) — განსუს პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ჩინეთი.[4] ქალაქი მდებარეობს ხუანხეს ნაპირებზე. ლანჭოუ არის მთავარი რეგიონალური სატრანსპორტო ცენტრი, რომელიც რკინიგზით აკავშირებს ჩინეთის შორეულ დასავლეთში მდებარე ადგილებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილთან. ისტორიულად ის მნიშვნელოვანი ადგილი იყო ჩრდილოეთ აბრეშუმის გზაზე. ამჟამად ლანჭოუ ახალი ევრაზიული სახმელეთო ხიდის შემადგენელი ნაწილია. ქალაქში განვითარებულია მძიმე ინდუსტრია და პეტროქიმიური ინდუსტრია.
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ლანჭოუ 兰州市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | განსუგანსუ |
შიდა დაყოფა | Chengguan District, Lanzhou, Qilihe District, Xigu District, Anning District, Honggu District, Yongdeng County, Gaolan County და Yuzhong County |
კოორდინატები | 36°03′38″ ჩ. გ. 103°49′36″ ა. გ. |
ფართობი | 13,086.9[1] კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1572 მეტრი |
მოსახლეობა | 4,359,446[2] კაცი |
სიმჭიდროვე | 1,700 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 0931 |
საფოსტო ინდექსი | 730000 |
საავტომობილო კოდი | 甘A |
ოფიციალური საიტი | lanzhou.gov.cn |
ლანჭოუ შედის მსოფლიოს 100 ძირითად ქალაქს შორის მეცნიერული კვლევების მხრივ. ეს კვლევა ბუნების ინდექსის მიერ იწარმოება.[5] ქალაქში არსებობს მნიშვნელოვანი კვლევითი ინსტიტუტები, როგორიცაა: ლანჭოუს უნივერსიტეტი, ლანჭოუს ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი და ლანჭოუს ძიაოთონგის უნივერსიტეტი.[6][7] აღსანიშნავია ლანჭოუს უნივერსიტეტი, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება. ის დაწესებულება ასევე არის „პროექტი 985“-ის ნაწილი.
2019 წლის 31 დეკემბერის მონაცემებით ლანჭოუში 3 790 900 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 3 072 100 ქალაქის ურბანულ ნაწილში ცხოვრობს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის მეშვიდე საყოველთაო აღწერის მიხედვით (2020 წელი), ლანჭოუს მოსახლეობამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 4 მილიონს. ამ მონაცემების მიხედვით ქალაქის ამჟამინდელი მოსახლეობა 4 359 446 ადამიანია.