კუნაშირი
From Wikipedia, the free encyclopedia
კუნაშირი (რუს. Кунашир) — კუნძული კურილის კუნძულების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რუსეთში, სახალინის ოლქში. კუნაშირის, ეკატერინეს, ღალატისა და სამხრეთ კურილის სრუტეებს შორის. ფართობი დაახლოებით 1550 კმ², სიგრძე 123 კილომეტრი, სიგანე 4-30 კილომეტრი. სიმაღლე 1819 მეტრამდე. კუნძულზეა მოქმედი ვულკანები (ტიატია, რურუი). აგებულია ვულკანური და კრისტალური ქანებით. ბევრია ცხელი წყარო, ჰავა მუსონურია,. შემოსილია ნაძვის, სოჭისა და ფართოფოთლოვანი ტყით. კუნძულზე განვითარებულია თევზჭერა. კუნძულზეა ნავსადგური იუჟნო-კურილსკი.