კომანჩები
From Wikipedia, the free encyclopedia
კომანჩები (Nʉmʉnʉʉ) — ამერიკაში მკვიდრი ტომი დიდი ვაკიდან, რომელთა ისტორიული ტერიტორიაც ცნობილია, როგორც კომანჩერია, შედგებოდა დღევანდელი ნიუ-მექსიკოს, სამხრეთ-აღმოსავლეთ კოლორადოს, სამხრეთ-დასავლეთ კანზასის, დასავლეთ ოკლაჰომასა და ტეხასის ჩრდილო-დასავლეთის ძირითადი ნაწილისგან[2].
კომანჩები | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
14 700 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ოკლაჰომა | 14 700[1] |
ენები | კომანჩური, ინგლისური |
რელიგიები | ანიმიზმი, ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ეკლესია, ქრისტიანობა |
დაკავშირებული ეთნიკური ჯგუფები | შოშონები |
თავის ენაზე კომანჩები თავიანთ თავს „ჩვენს ადამიანებს“ უწოდებენ. კომანჩების სახელწოდება ინგლისურ ენაში მომდინარეობს ესპანეთიდან, ტერმინი „Ute“-დან, რაც „სხვას“ ნიშნავს. ისტორიულად კომანჩებს დაკავებული ჰქონდათ სამხრეთის დიადი ველის საძოვრებიდან სამხრეთ კოლორადომდე, აღმოსავლეთ ნიუ-მექსიკო , დასავლეთ ოკლოჰომა და დასავლეთ ტეხასი. ზოგი გადაადგილდებოდა ამ სივრცის მიღმაც. 2000 წელს ტომის შტაბი ლაუტონი, ოკლაჰომას ჩრდილოეთით მდებარეობდა. ტომის წევრები ახლომახლო ტერიტორიაზე, რამდენიმე ქალაქში ცხოვრობდნენ.[3]