კლასიკური მუსიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
კლასიკური მუსიკა — დასავლეთევროპულ კულტურულ ტრადიციებთან დაკავშირებული ლიტურგიკული ან სეკულარული არტ-მუსიკა. უფრო ვიწრო მნიშვნელობით, ტერმინი ზოგჯერ გამოიყენება 1750-1820 წლამდე ეპოქის (კლასიციზმი) აღსანიშნავად, ხოლო ეს სტატია ეხება პერიოდს ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნიდან დღევანდელ დღემდე, რომელიც, სხვა პერიოდებთან ერთად კლასიციზმსაც მოიცავს.[1] ამ მუსიკალური ტრადიციის ცენტრალური ნორმები ტონალური მუსიკის ეპოქაში, 1550-1900 წლებში ჩამოყალიბდა.