კირსტენ ვანგსნესი
From Wikipedia, the free encyclopedia
კირსტენ სიმონ ვანგსნესი (ინგლ. Kirsten Simone Vangsness; დ. 7 ივლისი, 1972)[1] — ამერიკელი მსახიობი და მწერალი. ცნობილია ტექნიკური ანალიტიკოსის, პენელოპე გარსიას შესრულებული როლით, სატელევიზიო კრიმინალურ ტელესერიალ „კრიმინალურ აზროვნებაში“. მას იგივე როლით მონაწილეობა აქვს მიღებული სერიალში „კრიმინალური აზროვნება: ეჭვმიტანილის ქცევა“[2] და შოუში „კრიმინალური აზროვნება: საზღვრებს მიღმა“, რომლის გადაღებები 2016 წლის 16 მარტიდან 2017 წლის 17 მაისამდე მიმდინარეობდა.