კაუკის დეპარტამენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კაუკა (ესპ. Departamento del Cauca) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთით — ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ტოლიმის, აღმოსავლეთით — უილის, სამხრეთით — ტოლიმის დეპარტამენტები, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი პუტუმაიოსა და კაკეტის დეპარტამენტები. ფართობი 29 308 კმ²-ია, რა მხრივაც კოლუმბიის დეპარტამენტებს შორის სიდიდით მე-13 ადგილზეა. დედაქალაქია პოპაიანი. კაუკას ასევე მიაკუთვნება სანაპიროსთან მდებარე კუნძული მალპელო. კაკუკა ამავე დროს მიჩნეულია კოლუმბიის 2011 წლის შეიარაღებული კონფლიქტის ეპიცენტრად.
სწრაფი ფაქტები დეპარტამენტი, ქვეყანა ...
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
კაუკის დეპარტამენტი Departamento del Cauca | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
ადმ. ცენტრი | Popayán | ||||
კოორდინატები | 2°17′00″ ჩ. გ. 76°51′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1857 | ||||
ფართობი | 29 308 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 354 744[1] კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 46 კაცი/კმ² | ||||
ოფიციალური საიტი | cauca.gov.co/index.shtml | ||||
დახურვა