კატერინა სიენელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კატერინა სიენელი (იტალ. Caterina da Siena; დ. 25 მარტი, 1347, სიენა — გ. 29 აპრილი, 1380, რომი), ასევე ცნობილი, როგორც ეკატერინე სიენელი — რომის კათოლიკე ეკლესიის წმინდანი, დომინიკური ორდენის წევრი მონაზონი, სქოლასტიკოსი, ფილოსოფოსი, თეოლოგი და მისტიკოსი. მისტიკური ხილვების საფუძველზე აცხადებდა, რომ იესო ქრისტეს სძალი იყო, რის ნიშნადაც მისგან ბოძებულ უხილავ ბეჭედს ასახელებდა თავის წერილებში[8][9].
კატერინა სიენელი Caterina da Siena | |
---|---|
დაიბადა |
25 მარტი, 1347[1] სიენა, Republic of Siena[2] |
გარდაიცვალა |
29 აპრილი, 1380[1] (33 წლის) რომი, პაპის ოლქი[3] |
დასაფლავებულია | სანტა-მარია-სოპრა-მინერვა და Basilica of San Domenico |
ხსენების დღე | 29 აპრილი[4] და 29 აპრილი |
მოღვაწეობა | რელიგიური და, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, დიპლომატი, მემუარისტი[5] და მწერალი[6] |
ენა | იტალიური ენა[7] |
1939 წლის 18 ივნისიდან წმინდა კატერინა სიენელი ფრანცისკე ასიზელან ერთად იტალიის მფარველ წმინდანად არის გამოცხადებული[10]. 1970 წლის 3 ოქტომბერს პაპმა პავლე VI-მ[11] ეკლესიის მასწავლებლად გამოაცხადა, ხოლო 1999 წლის 1 ოქტომბერს პაპმა იოანე პავლე II-მ ევროპის ექვს მფარველ წმინდანთა შორის შეიყვანა ბენედიქტე ნურსიელთან, კირილე და მეთოდესთან, ბრიჯიტა შვედთან და ედით შტაინთან ერთად[12][13].