კასია (ბიზანტია)
From Wikipedia, the free encyclopedia
კასია (ბერძნ. Κασσιανή IPA: [kasia'ni]/ Εικασία, დ. 805/810 — გ. 865 წლამდე), იგივე კასია კონსტანტინოპოლელი — ბიზანტიელი მოღვაწე, კონსტანტინოპოლში დედათა მონასტრის დამაარსებელი, პოეტი, ჰიმნოგრაფი და კომპოზიტორი. ბიზანტიელ მწერალთაგან მხოლოდ ორი ქალის სახელი შემორჩა, რომელთაც საკუთარი სახელები დაურთეს თავიანთ შემოქმედებას: კასია და ანა კომნენე. ასევე კასია არის ერთადერთი ქალი ავტორი, რომლის შემოქმედებაც შედის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკულ წიგნებში.
სწრაფი ფაქტები კასია, დაბადების თარიღი ...
კასია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 807 |
დაბადების ადგილი | კონსტანტინოპოლი ან სტამბოლი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 864 |
გარდაცვალების ადგილი | კონსტანტინოპოლი ან სტამბოლი[1] |
საქმიანობა | კომპოზიტორი, პოეტი, მწერალი და მონაზონი[1] |
ენა | საშუალი ბერძნული ენა |
მოქალაქეობა | ბიზანტიის იმპერია |
დახურვა