კარლ VI (გერმ. Karl VI.; დ. 1 ოქტომბერი, 1685, ჰოფბურგის სასახლე, ვენა, ავსტრია ― გ. 20 ოქტომბერი, 1740, აუგარტენის სასახლე, ვენა, ავსტრია) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ისა და დედოფალ ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელის ძე. საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე, ასევე ავსტრიის ერცჰერცოგი 1711-1740 წლებში. მამისა და ძმის შემდეგ, იბრძოდა ესპანეთის მემკვიდრეობის ომში, ესპანეთში გასამეფებლად, თუმცა 1714 წელს დაზავდა და ესპანური ტახტის ნაცვლად მიიღო ჰაბსბურგთა ნიდერლანდები, მილანი, ნეაპოლი და სარდინია. 1720 წელს სარდინია სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო II-ს გაუცვალა სიცილიაში, თუმცა 1735 წელს ესპანეთის მეფე კარლოს III-თან ბრძოლაში სიცილიაც და ნეაპოლიც დაკარგა, სანაცვლოდ კი მიიღო პარმა.
სწრაფი ფაქტები საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე, ავსტრიის ერცჰერცოგი, კორონაცია: ...
კარლ VI |
---|
|
|
საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე, ავსტრიის ერცჰერცოგი |
---|
კორონაცია: |
22 დეკემბერი, 1711, ფრანკფურტი |
---|
მმართ. დასაწყისი: |
12 ოქტომბერი, 1711 |
---|
მმართ. დასასრული: |
20 ოქტომბერი, 1740 |
---|
წინამორბედი: |
იოზეფ I |
---|
მემკვიდრე: |
კარლ VII |
---|
|
მილანის, ფლანდრიის, ენოს, ბრაბანტისა და ლიმბურგის ჰერცოგი |
---|
მმართ. დასაწყისი: |
1 აგვისტო, 1708 |
---|
მმართ. დასასრული: |
20 ოქტომბერი, 1740 |
---|
წინამორბედი: |
ფილიპე V |
---|
მემკვიდრე: |
მარია ტერეზია |
---|
|
ლუქსემბურგის, ნამიურისა და ბურგუნდიის ჰერცოგი |
---|
მმართ. დასაწყისი: |
11 აპრილი, 1713 |
---|
მმართ. დასასრული: |
20 ოქტომბერი, 1740 |
---|
წინამორბედი: |
მაქსიმილიან II |
---|
მემკვიდრე: |
მარია ტერეზია |
---|
|
ნეაპოლის მეფე |
---|
მმართ. დასაწყისი: |
11 აპრილი, 1713 |
---|
მმართ. დასასრული: |
25 მაისი, 1734 |
---|
წინამორბედი: |
ფილიპე V |
---|
მემკვიდრე: |
კარლოს III |
---|
|
სარდინიის მეფე |
---|
მმართ. დასაწყისი: |
11 აპრილი, 1713 |
---|
მმართ. დასასრული: |
17 თებერვალი, 1720 |
---|
წინამორბედი: |
ფილიპე V |
---|
მემკვიდრე: |
ვიტორიო ამადეო II |
---|
|
სიცილიის მეფე |
---|
მმართ. დასაწყისი: |
17 თებერვალი, 1720 |
---|
მმართ. დასასრული: |
3 ოქტომბერი, 1735 |
---|
წინამორბედი: |
ვიტორიო ამადეო II |
---|
მემკვიდრე: |
კარლოს III |
---|
|
პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ჰერცოგი |
---|
მმართ. დასაწყისი: |
3 ოქტომბერი, 1735 |
---|
მმართ. დასასრული: |
20 ოქტომბერი, 1740 |
---|
წინამორბედი: |
კარლოს III |
---|
მემკვიდრე: |
მარია ტერეზია |
---|
პირადი ცხოვრება |
---|
დაბ. თარიღი: |
1 ოქტომბერი, 1685 |
---|
დაბ. ადგილი: |
ვენა, ავსტრია |
---|
გარდ. თარიღი: |
20 ოქტომბერი, 1740, (55 წლის) |
---|
გარდ. ადგილი: |
ვენა, ავსტრია |
---|
მეუღლე: |
ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი (ქ. 1708) |
---|
შვილები: |
მარია ტერეზია, საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ანა, ნიდერლანდების შტატჰალტერი |
---|
სრული სახელი: |
კარლ ფრანც იოზეფ ვენცელ ბალთაზარ იოჰან ანტონ იგნასი |
---|
დინასტია: |
ჰაბსბურგები |
---|
მამა: |
ლეოპოლდ I, საღვთო რომის იმპერატორი |
---|
დედა: |
ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი |
---|
რელიგია: |
კათოლიციზმი |
---|
ხელმოწერა: |
|
---|
|
დახურვა
ხანგრძლივი ქორწინებიდან მას არც ვაჟი მემკვიდრე დარჩენია, რის გამოც შეწყდა ჰაბსბურგთა დინასტიის პირდაპირი შტო და მისმა ასულმა მარია ტერეზიამ შექმნა ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია. თავისი ასულის მემკვიდრეობის უზრუნველსაყოფად, მან ჯერ კიდევ 1713 წელს გამოსცა პრაგმატული სანქცია, რომელიც ქალის მემკვიდრეობას აღიარებდა, თუმცა მისი დაღუპვის შემდეგ მაინც დაიწყო ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის, რომელშიც მარია ტერეზიამ მოახერხა ტახტების შენარჩუნება.
აღსანიშნავია, რომ მარია ტერეზიას ხაზით იგი მრავალი ევროპელი მონარქის წინაპარი გახდა, მათ შორის იგი იყო საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტის პაპა.