კალიფორნიის რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
კალიფორნიის რესპუბლიკა — არაღიარებული ქვეყანა ჩრდილოეთ ამერიკაში. არსებობდა ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში.
სწრაფი ფაქტები
კალიფორნიის რესპუბლიკა California Republic არაღიარებული ქვეყანა | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
დედაქალაქი | სონომა | ||||||
ენა | ინგლისური, ესპანური | ||||||
მმართველობის ფორმა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | ||||||
პრეზიდენტი | |||||||
- 1846 | ვილიამ იდი | ||||||
დახურვა
1846 წლის 13 მაისს დაიწყო ომი ამერიკასა და მექსიკას შორის. მეორე დღეს კალიფორნიაში მცხოვრები ამერიკელი კოლონისტები აჯანყდნენ მექსიკის წინააღმდეგ ჯონ ფრიმონტის მეთაურობით. აჯანყებულები გამაგრდნენ მექსიკის კომენდანტის ციხეში და გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა დედაქალაქით სონომაში. რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა ვილიამ იდი. 7 ივლისს კალიფორნიაში შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების არმია, 9 ივლისს რესპუბლიკის მესვეურებმა რესპუბლიკის ლიკვიდაცია გამოაცხადეს.
რესპუბლიკის დროშა ოდნავი სახეცვლილებით კალიფორნიის შტატის სიმბოლო გახდა, ხოლო ორიგინალი 1906 წელს სან-ფრანცისკოს მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს დაიწვა.