კაკაბი
From Wikipedia, the free encyclopedia
კაკაბი (ლათ. Alectoris graeca) — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. ფერად მოცისფრო-მონაცისფროა, თავსა და ფრთებზე მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე გარდიგარდმო მუქი ზოლები დასდევს. მამალი ტანად დედალზე დიდია, ფეხებზე აქვს დეზები. კაკაბის სხეულის წონა 350-700 გრამს აღწევს. გავრცელებულია ბალკანეთის მთებიდან ჩრდილოეთ ჩინეთამდე. საქართველოში ბინადრობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე - მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე. იკვებება მცენარის თესლით, ყლორტებით, კვირტებით და მწერებით. სპორტული ნადირობის ობიექტია.
სწრაფი ფაქტები კაკაბი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
კაკაბი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Alectoris graeca (Meisner, 1804) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22678684 | |||||||||||||||
|
დახურვა