იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ნეპალში
From Wikipedia, the free encyclopedia
2015 წლის მონაცემებით ნეპალში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 4 ძეგლია, რაც ძეგლების საერთო რაოდენობის (1007) 0,4 %-ია. ორი ობიექტი სიაში შეტანილია კულტურული კრიტერიუმებით, ორი კი ბუნებრივი კრიტერიუმებით, ორივე მათგანი ბუნების ფენომენადაა აღიარებული (კრიერიუმი vii). გარდა ამისა, 2015 წლის მონაცემებით იუნესკოს საცდელ სიაში კანდიდატად წარდგენილია 15 ძეგლი[1]. ნეპალმა იუნესკოს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1978 წლის 20 ივნისს[2]. ნეპალის ტერიტორიიდან პირველი ორი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სიაში გაწევრიანდა 1979 წელს მე-3 სესიაზე.