ინტერჰალოგენები
From Wikipedia, the free encyclopedia
ინტერჰალოგენები (ინტერჰალოგენები) — არაორგანული მოლეკულები, რომლებიც შეიცავენ ორ ან მეტ განსხვავებულ ჰალოგენების ატომებს (ფტორს, ქლორს, ბრომს, იოდს, იშვიათად ასტატს) და არ შეიცავს არცერთ სხვა ელემენტების ატომებს.
ცნობილი არის, რომ ინტერჰალოგენების უმრავლესობა ბინარულია (მხოლოდ ორი განსხვავებულ ჰალოგენის ატომისაგან შედგება). მათი ზოგადი ფორმულაა XYn სადაც n=1,3,5 ან 7-ს. X არის ორი ჰალოგენიდან ნაკლებად ელექტროუარყოითი ჰალოგენის ატომი. ყველა მათი ნაერთი ექვემდებარება ჰიდროლიზის რეაქციას და წარმოქმნიან პოლიჰალოგენურ იონს.
ცნობილი არ არის, რომ ინტერჰალოგენების რომელიმე ნაერთი შეიცავს სამზე მეტ სხვადასხვა ჰოლოგენს[1], მაგრამ ძალიან ცოტა წიგნში[2] [3] მოცემულია, რომ არსებობს IFCl2 და IF2Cl და ისინი მიღებულიც კი იქნა. თეორიული კვლევები BrClFn მიუთითებს, რომ ეს ნაერთი ძლივს სტაბილურია და ძალზე მარტივად იშლება[4].