ინდური ასტროლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდური (ვედური) ასტროლოგია, ანუ როგორ მას ინდოეთში უწოდებენ, ჯიოტიშა (სანსკრ. ज्योतिष jyotiṣa "სინათლის ბატონი" (jyoti "სინათლე" + isha "უფალი", "ღმერთი"), - ეს არის ასტროლოგიის ინდური მიმართულება, რომელიც წინასწარმეტყველების მეცნიერება და ტექნოლოგიაა. ჯიოტიშა ინდოეთში ჯერ კიდევ 5000 წლის წინ იყო განვითარებული, ამის ნათელი მაგალითია უძველესი ინდური ასტროლოგიური ტრაქტატი ბრიჰატ–პარაშარა–ჰორა–შასტრა, რომელიც ჩვ. წ. აღ–მდე 3000 წლის შეიქმნა. ჯიოტიშა იყოფა სამ ნაწილად (სკანდად): ჰანიტა (ასტროლოგიის ასტრონომიული საფუძვლები), სამჰიტა (მომასწავებელი ნიშნების ასტროლოგია) და ჰორა (ჰოროსკოპული ასტროლოგია). სხვა კლასიფიკაციის მიხედვით, ჯიოტიშა ექვსი განშტოებისგან შედგება:
- გოლა - უშუალოდ ცაზე დაკვირვება
- განიტა - ასტრონომიული და ასტროლოგიური გამოთვლები
- ჯატაკა - ნატალური ასტროლოგია (დაბადების ასტროლოგია)
- პრაშნა - ჰორარული (კითხვების) ასტროლოგია
- მუხურტა - ელექტიური ასტროლოგია (არჩევანის ასტროლოგია)
- ნიმიტა - მომასწავებელი ნიშნების ინტერპრეტაცია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ასტროლოგია |
ისტორია |
---|
ასტროლოგიის ისტორია |
ასტრონომიის ისტორია |
ასტროლოგია და ასტრონომია |
ტრადიციები |
არაბული/სპარსული ასტროლოგია |
ბაბილონური ასტროლოგია |
ჩინური ასტროლოგია |
ელინისტური ასტროლოგია |
ინდური ასტროლოგია |
დასავლური ასტროლოგია |
კიდევ... |
ჰოროსკოპული ასტროლოგიის განშტოებები |
ნატალური ასტროლოგია |
არჩევითი ასტროლოგია |
საათობრივი ასტროლოგია |
პოლიტიკური ასტროლოგია |
კიდევ... |
კატეგორიები |
ასტროლოგები |
ასტროლოგია ტრადიციის მიხედვით |
ასტროლოგია ტიპის მიხედვით |
გარდა ამისა, ინდოელი ასტროლოგები ხშირად იშველიებენ ნუმეროლოგიას, ფიზიოგნომიკას და ქირომანტიას.
ზემოთ მოტანილი ასტროლოგიის ნაწილები მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ ასტროლოგის ყველაზე დიდ ყურადღებას დაკვირვების და გამოთვლების (გოლა და განიტა) ნაწილები ითხოვდნენ, რომელიც ყველა დანარჩენი განშტოების საფუძველია. ჯიოტიშ (ასტროლოგ) ვარაჰამიჰირას (505 - 587 წ.წ.) თქმით, "შეცდომა განიტაში ისეთივე საშინელი ცოდვაა, როგორც წინასწარმეტყველის მკვლელობა".