ინდოჩინეთის პირველი ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდოჩინეთის პირველი ომი (საფრანგეთში ცნობილი როგორც ინდოჩინეთის ომი და ვიეტნამში ანტიფრანგული წინააღმდეგობის ომი) — დაიწყო ფრანგულ ინდოჩინეთში 1946 წლის 19 დეკემბერს, და გაგრძელდა 1954 წლის 20 ივლისამდე. შეტაკებები ფრანგულ და ვიეტნამის ძალებს შორის სამხრეთ ვიეტნამში ჯერ კიდევ 1945 წლის სექტემბერში დაიწყო. კონფლიქტმა გამოიწვია საფრანგეთის კავშირის საფრანგეთის შორეული აღმოსავლეთის ექსპედიციის კორპუსის განადგურება, რOმელსაც საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკა ხელმძღვანელობდა და მხარს უჭერდა ბაო-დაის ვიეტნამის ნაციონალური არმია ვიეტმინის,[30] რომელსაც ხო ში მინი მეთაურობდა[31] და ვიეტნამის სახალხო არმიის წინააღმდეგ, რომელსაც ვო ნგუიენ გიაპი ხელმძღვანელობდა.[32] ბრძოლების უმეტესობა ტონკინში, ჩრდილოეთ ვიეტნამში მიმდინარეობდა,[33] კონფლიქტმა მოიცვა მთლიანი ვიეტნამი და გავრცელდა მეზობელი საფრანგეთის პროტექტურებ ლაოსსა და კამბოჯაშიც.
ინდოჩინეთის პირველი ომი | |||||
---|---|---|---|---|---|
ცივი ომის, ინდოჩინეთის ომების და აზიის დეკოლონიზაციის ნაწილი | |||||
თარიღი | 1946 წლის 19 დეკემბერი – 1954 წლის 1 აგვისტო (8 წელი, 6 თვე, 1 კვირა და 6 დღე) | ||||
მდებარეობა | ფრანგული ინდოჩინეთი, მეტწილად ვიეტნამი | ||||
შედეგი |
ვიეტმინის გამარჯვება[1][2][3][4]
| ||||
ტერიტორიული ცვლილებები |
ვიეტნამის დაყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ინდოჩინეთის პირველი ომი ვიკისაწყობში |
პოტსდამის კონფერენციაზე 1945 წლის ივლისში, გადაწყდა რომ ინდოჩინეთი მე-16 ჩრდილოეთ პარალელის სამხრეთში უნდა შესულიყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამმართველოში ბრიტანელი ადმირალი ლუი მოუნტბატენის მეთაურობის ქვეშ. იაპონიის ძალები პარალელის სამხრეთ უნდა ჩაბარებულიყვნენ მოუნტბატენს, ხოლო ჩრდილოეთში გენერალისიმუს ჩან კაიშის. 1945 წლის სექტემბერში ჩინეთის ძალები შევიდნენ ტონკინში, და პატარა ბრიტანული დავალებათა ჯგუფი შეიჭრა საიგონში. ჩინეთის მთავრობამ ვიეტნამში აღიარა მთავრობა ხო ში მინის მეთაურობით ჰანოიში, ხოლო ბრიტანელებმა კი საიგონი საფრანგეთს დაუბრუნეს, აშშ-ის სტრატეგიული სამსახურის ოფისის (OSS) მიერ ვიეტმინის მხარდაჭერის წინააღმდეგი მოქმედებით. იაპონიაზე გამარჯვების დღეს, 1945 წლის 2 სექტემბერს, ხო ჩი მინმა ჰანოიში ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის (DRV) დაარსება გამოაცხადა. DRV-ს ვიეტნამში ძალაუფლება დაახლოებით 20 დღის განმავლობაში ეკავა, იმპერატორი ბაო-დაის გადადგომის შემდეგ, რომელიც რეგიონს იაპონური ოკუპაციისას მართავდა. 1945 წლის 23 სექტემბერს, საიგონში ბრიტანელი გამგებლის ცოდნით, საფრანგეთის ძალებმა დაამხეს DRV-ის ადგილობრივი მთავრობა და ვიეტნამში ფრანგული ბატონობის განახლება გამოაცხადეს. საიგონის ირგვლივ მაშინვე დაიწყო პარტიზანული ომი,[34] მაგრამ ფრანგებმა დაიბრუნეს ინდოჩინეთის როგორც სამხრეთი, ასევე ჩრდილოეთი. ხო ში მინი დათანხმდა ვიეტნამის მომავალზე მოლაპარაკებებს, თუმცა თავად მოლაპარაკებებმა, რომლებიც საფრანგეთში ჩატარდა, პრობლემის გადაჭრის გზა ვერ გამონახა. ერთ წლიანი კონფლიქტის შემდეგ, 1946 წლის 19 დეკემბერს, დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი ფრანგულ და ვიეტმინის ძალებს შორის და ხო ში მინი მის მთავრობასთან ერთად „მიწისქვეშ“ წავიდა. საფრანგეთმა სცადა ინდოჩინეთის სტაბილიზაცია რეგიონის ფედერაციულ ერთეულად აღიარებით და 1949 წელს ყოფილი იმპერატორი ბაო-დაის ძალაუფლებაში დაბრუნებით.
კონფლიქტის პირველი რამდენიმე წელი იყო სოფლების ამბოხები ფრანგების წინააღმდეგ. თუმცა 1949 წელს კონფლიქტი კონვენციურ ომად გადაიქცა ორ აშშ-ის, სსრკ-ის და ჩინეთის მიერ მიწოდებული იმ დროისათვის თანამედროვე იარაღებით აღჭურვილ არმიებს შორის.[35] საფრანგეთის კავშირის ძალები მოიცავდა კოლონიურ სამხედროებს, სამხედროებს ყოფილი იმპერიის ენთნიკური უმცირესობებიდან (მოროკოელები, ალჟირელები, ტუნისელები, ლაოსელები, კამბოჯიელები და ვიეტნამელები), პროფესიონალი ფრანგი სამხედროები მხოლოდ საფრანგეთის უცხოურ ლეგიონებში იყვნენ. ომის დასაწყისშივე აიკრძალა საფრანგეთის მეტროპოლიტენის ახალწვეულების გამოყენება ომში, რათა კონფლიქტი კიდევ უფრო არაპოპულარული არ გამხდარიყო თავად საფრანგეთში. ომს ფრანგი მემარცხენეები „ბინძურ ომს“ (ფრანგ. la sale guerre) უწოდებდნენ.[36]
სტრატეგია, რომლის მიხედვითას საფრანგეთის ძალები ვიეტმინს აიძულებდა შეეტია კარგად დაცული პოზიციებისათვის, ვიეტმინის მომმარაგებელი ხაზების მოშორებით დარღვეული იქნა ნა სანის ბრძოლაში. ბაზა აქ შედარებით სუსტად იყო გამაგრებული ფოლადისა და ცემენტის ნაკლებობის გამო. ფრანგების სიტუაცია გაართულა ჯუნგლებმა, სადაც ბრონირებული მანქანების და ტანკების გამოყენება შეუძლებელი იყო, ასევე, საჰაერო მხარდაჭერის და დაბომბვების ნაკლებობამ და უცხოელი სამხედროების (უმეტესად მაროკოელები, ალჟირელები და ვიეტნამელები) გამოყენებამ ბრძოლაში. ვო ნიგუიენ გიაპის ვიეტნამის სახალხო არმიის მიერ გამოყენებული ეფექტური პირდაპირი საარტილერიო ცეცხლის, კოლონებზე ჩასაფრებული შეტევების და უამრავი ანტი-საჰაერო იარაღების გამოყენების ტაქტიკებს, პარტიზანული ომი, ჩინეთის ინფრასტრუქტურა და სსრკ-ის მიერ მოწოდებული ომის მატერიალები ფატალური კონბინაცია აღმოჩნდა ფრანგული სიმაგრეებისა და სტრატეგიული წერტილებისათვის, რისი კულმინაციაც დინ ბინ პუს ბრძოლაში საფრანგეთის დამარცხებით იქნა.[37]
ჟენევის 1954 წლის კონფერენციაზე, საფრანგეთის ახალი სოციალისტური მთავრობა და ვიეტმინი შეთანხმდნენ რომ ჩრდილოეთ ვიეტნამი, მე-17 პარალელის ვიეტნამის დემილიტარიზირებული ზონის ზემოთ, ჰო ში მინის DRV-ს გადაეცა, ხოლო სამხრეთ ვიეტნამი, მე-17 პარალელის ვიეტნამის დემილიტარიზირებული ზონის ქვემოთ ბაო-დაის მეთაურობის ქვეშ დარჩა. ეს შეთანხმება უარყვეს აშშ-მ და სამხრეთ ვიეტნამმა. 1955 წელს ბაო-დაი ძალაუფლებიდან ჩამოაგდო მისმა პრემიერ-მინისტრმა ნგო დინ დიემმა. მალევე ჩრდილოეთ ვიეტნამის მიერ მხარდაჭერილი აჯანყებები დაიწყო სამხრეთში, რაც ვიეტნამის 1955-1975 წლების ომში გადაიზარდა.