ინდონეზიის ეროვნული მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდონეზიის ეროვნული მუზეუმი (ინდონ. Museum Nasional) — არქეოლოგიური, ისტორიული, ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული მუზეუმი ჯალან მედან მერდეკა ბარატზე, ცენტრალურ ჯაკარტაში, ინდონეზია. ადგილობრივებისათვის მუზეუმი ცნობილია როგორც სპილოს მუზეუმი (ინდონ. Museum Gajah), იმის გამო, რომ მუზეუმის შენობის წინ სპილოს ქანდაკებაა განთავსებული. მუზეუმში დაცული ნამუშევრები ინდონეზიის სხვადასხვა ნაწილშია მოპოვებული და ქვეყნის თითქმის მთლიან ისტორიას მოიცავს. მუზეუმი ორი საუკუნის განმავლობაში ცდილობს ინდონეზიური მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და დაცვას.[2]
ინდონეზიის ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
6°10′34″ ს. გ. 106°49′18″ ა. გ. | |
დაარსდა | 1778 |
ქვეყანა | ინდონეზია |
მდებარეობა | Central Jakarta[1] |
კლასიფიკაცია | არქეოლოგიური მუზეუმი |
ოფიციალური საიტი | museumnasional.or.id |
მუზეუმი ინდონეზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილად და საუკეთესოდ მიიჩნევა.[3] მუზეუმში დაცულია დაახლოებით 141 000 ნივთი, რომელთა შორისაა პრეისტორიული არტეფაქტები, რომლებიც მოიცავს: არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, კერამიკის, ეთნოგრაფიის, ისტორიისა და გეოგრაფიის კოლექციებს.[4] მუზეუმში ინახება ქვის ბუდისტური და ინდუისტური ქანდაკებები ძველი იავისა და სუმატრის პერიოდიდან.