იდა უელსი
From Wikipedia, the free encyclopedia
იდა ბელ უელს-ბარნეტი (დ. 16 ივლისი, 1862 – გ. 25 მარტი, 1931) —აფრო-ამერიკელი გამომძიებელ - ჟურნალისტი, მასწავლებელი და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი. იგი იყო ფერადკანიანი საზოგადოების წინსვლის ეროვნული ასოციაციის (NAACP) ერთ-ერთი ფუძემდებელი. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შავკანიანი ქალი გახდა მთელ ამერიკაში. მთელი ცხოვრების განმავლობაში ის იღწვოდა სამართლიანობისთვისა და ძალადობის აღმოფხვრისთვის.[1]
იდა უელსი | |
---|---|
უელსი დაახ. 1893 | |
დაბადების სახელი | იდა ბელ უელსი |
დაბადების თარიღი |
16 ივლისი, 1862 ჰოლი სფრინგსი, მისისიპი, ამერიკის კონფედერაციული შტატები |
გარდაცვალების თარიღი |
25 მარტი, 1931 (68 წლის ასაკში) ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
დაკრძალულია | ტყე ოაკის სასაფლაო |
სხვა სახელები | იდა ბელ უელსი-ბარნეტი |
ეროვნება | ამერიკელი |
განათლება |
ფრიდმენის სკოლა რასტის კოლეჯი ფისკის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | სამოქალაქო და ქალთა უფლებების აქტვისტი, მასწავლებელი, ადგილობრივი ჟურნალის რედაქტორი |
პარტია | რესპუბლიკური |
მეუღლე(ები) | ფერდინანდ ლი ბარნეტი |
შვილ(ებ)ი | 6 |
მშობლები |
მამა: ჯეიმზ უელსი დედა: ელიზაბეტ „იზი ბელ“ უარენტონი |
უელსი დაიბადა მონობაში მისისიპის შტატ ქალაქ ჰორი სპრინგში. როდესაც სულ რაღაც 16 წლის იყო ამერიკის სამოქალაქო ომის დროს გამოიცა დეკლარაცია მონობის გაუქმების შესახებ, ამავე პერიოდში კი იდას 1878 წელს ყვითელას ცხელებით დაეღუპა მშობლები და და-ძმა, ამიტომაც იძულებული გახდა სამუშაოდ წასულიყო. იდა დარჩენილ და-ძმასთან ერთად მემფისში გადავიდა, სადაც მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მალევე დააარსა მან გაზეთი.
1890-იან წლებში უელსმა გააკრიტიკა ლინჩის წესით გასამართლება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან გადმოსცა, რომ ლინჩის წესით გასამართლებას იყენებდნენ სამხრეთში შაკანიანების,რომლებიც ეწინაარმდეგებოდნენ თეთრკანინებს, დასასჯელად ან მათზე კონტროლის დასამყარებლად. ეს სასჯელი კი ხშირად მხოლოდ თეთრკანიანების ჩვენებების საფუძველზე გამოჰქონდათ. მისი მოხსენება შავკანიანების გაზეთით მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა, მაგრამ ამ გაზეთის ეგზემპლარები თეთრკანიანთა მამაკაცების ბრბომ გაანადგურა.
სხვასახვა საფრთხის თავიდან ასაცილებლად უელსმა დატოვა მემფისი და ჩიკაგოში გადავიდა. მას შემდეგ დაქორწინდა და ოჯახთან ერთად განაგრძო თავისი საქმიანობა, ის ბევრს წერდა, სიტყვით გამოდიოდა და ორგანიზებას უწევდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. უელსი იყო თავდადებული შავკანიანი ქალი აქტივისტი, ამიტომაც მისი შეხედულებები უკმაყოფილებას იწვევდა საზოგადოებაში, რაც შემდგომ სამოქალაქო უფლებებისის მოძრაობის და ქალთა სუფრაჟისტული მოძრაობის ლიდერთა შეხედულებებს არ აკმაყოფილებდა. მიუხედავად ამისა ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქალთა უფლებებისა და მათი ხმის მიცემის უფლების მოძრაობაში. იდამ დააარსა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალთა ორგანიზაცია. უელსი იყო გამოცდილი და დამაჯერებელი რიტორიკოსი, ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ის მოგზაურობდა და სალექციო ტურებს აწობდა მთელ მსოფლიოში.[2]