თუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
თუნი (გერმ. Thun) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი შვეიცარიაში, ბერნის კანტონში. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 42 623 ადამიანს შეადგენს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
თუნი გერმ. Thun | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
კანტონი | ბერნიბერნის კანტონი|ბერნი | ||||
კოორდინატები | 46°46′00″ ჩ. გ. 7°38′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Raphael Lanz[1] | ||||
ფართობი | 21,58 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 560 მ | ||||
ოფიციალური ენა | გერმანული ენა | ||||
მოსახლეობა | 42 623 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 1 973 კაცი/კმ² | ||||
სატელეფონო კოდი | 033 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3600-3645 | ||||
საავტომობილო კოდი | BE | ||||
ოფიციალური საიტი | thun.ch | ||||
დახურვა
გაშენებულია მდინარე აარეს თუნის ტბასთან შერწყმის ადგილზე, ბერნიდან 30 კმ-ით სამხრეთით. გარდა ტურიზმისა, სამანქანე და ზუსტი ხელსაწყოების ინჟინერიისა, ეკონომიკის ასევე მნიშვნელოვანი დარგებია კვების მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა.
დღევანდელი თუნის არეალი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში. სახელი მომდინარეობს კელტური სიტყვიდან „დუნუმ“, რაც „გამაგრებულ ქალაქს“ ნიშნავს. ძვ. წ. 58 წელს იგი რომაელებმა აიღეს, როდესაც მათმა ლეგიონმა თითქმის მთელი შვეიცარია დაიპყრო. სულ მალე თუნი რეგიონის რომაული ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი გახდა.