თაბორის ქედი
ქედი საქართველოში, თბილისში / From Wikipedia, the free encyclopedia
თაბორის ქედი — ქედი საქართველოში, თბილისის სამხრეთით. წარმოადგენს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებას, მდინარეების წავკისისწყლისა (ლეღვთახევი) და კრწანისისხევის წყალგამყოფს. აგებულია ვოცენური ტუფოგენური ქანებით, თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, სამხრეთი - დამრეცი, თხემი მოვაკებულია და თანდათან მაღლდება აღმოსავლეთიდან (600 მ) დასავლეთისაკენ (1000 მ). ჩრდილოეთი კალთის პირას გამოდის გოგირდიანი ცხელი წყაროები, ქედი შემოსილია ბუჩქნარითა და ხელოვნური ნარგავებით.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაბორი. |
სწრაფი ფაქტები თაბორის ქედი ...
თაბორის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 41°40′54″ ჩ. გ. 44°48′30″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თბილისი |
ამგებელი ქანები | ტუფოგენური ქანი, თაბაშირიანი თიხა და ქვიშაქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
დახურვა