ზღვის ლეოპარდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზღვის ლეოპარდი (ლათ. Hydrurga leptonyx) — ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა.
ზღვის ლეოპარდი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჯანმრთელი ინდივიდი | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Hydrurga leptonyx | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 10340 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
|
ახასიათებს ლეოპარდის მსგავსი ბეწვი და ნადირობის განსაკუთრებული უნარი, რის გამოც საშიშ მტაცებლად ითვლება. ბინადრობს ანტარქტიდის პოლარულ ზღვებში და ერთადერთი სელაპია რომელიც თბილსისხლიანებით იკვებება. ასევე ჭამს კრილს, თევზს, პინგვინებს, ზღვის ფრინველებს და სხვა სელაპებს (განსაკუთრებით კიბოჭამია სელაპი). ზღვის ლეოპარდი წყალში სწრაფად დაცურავს და დიდი სიჩქარით ნადირობს. მას დიდი თავი, მძლავრი ყბები, მხედველობისა და ყნოსის შესანიშნავი უნარი აქვს. იგი თავის გრძელ, ბასრ კბილებს იმისთვის იყენებს, რომ დიდი ზომის მსხვერპლი მოიტაცოს. შემდეგ ის მსხვერპლს ფატრავს და მომცრო ნაწილებად გლეჯს, რათა ადვილად გადაყლაპოს. მისი უკანა კბილები ღეჭვისთვის არ არის განკუთვნილი; ისინი როლს ასრულებენ წყალში კრილის დაჭერისას. ყოფილა ადამიანზე თავდასხმის შემთხვევებიც. ერთადერთი ცხოველი რომელიც მასზე ნადირობს, მკვლელი ვეშაპია. ზღვის ლეოპარდი მარტოხლა ცხოველია, იგი ოკეანეში მარტო ცხოვრობს, გამონაკლისი შეჯვარების პერიოდია. ისინი მრავლდებიან 6 წლის ასაკიდან და ყოველ წელს მდედრი ნოემბერ-დეკემბერში შობს 1 ნაშიერს. ზღვის ლეოპარდები ხმელეთზე ჯგუფებად ამოდიან.