ზანზიბარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზანზიბარი (Zanzibar, სპარს. "ზანგ" (زنگ) - "შავი" და "ბარ" (بار) - "მიწა") — აღმოსავლეთ აფრიკაში ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ნახევრადავტონომიური ნაწილი. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში მატერიკიდან 25-30 კმ-ში და ზანზიბარის არქიპელაგისგან შედგება. ავტონომიის ტერიტორიაში შედის არქიპელაგში არსებული ორი მოზრდილი (ზანზიბარი და პემბა) და მრავალი მცირე ზომის კუნძული.
ავტონომია | |||
---|---|---|---|
ზანზიბარი Zanzibar | |||
| |||
ქვეყანა | ტანზანია | ||
ადმ. ცენტრი | ზანზიბარი | ||
კოორდინატები | 5°54′00″ ს. გ. 39°18′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Ali Mohamed Shein | ||
დაარსდა | 26 აპრილი, 1964 | ||
ფართობი | 2654 კმ² | ||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა და სუაჰილი ენა | ||
მოსახლეობა | 1 303 569 კაცი (2012) | ||
სიმჭიდროვე | 529,91 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | აღმოსავლეთ აფრიკული დრო | ||
ზანზიბარი ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო ხანგრძლივი სავაჭრო ისტორიით არაბულ სამყაროსთან. 1964 წელს ტანგანიიკის რესპუბლიკასთან გაერთიანებით ტანზანიის ნაწილი გახდა, თუმცა დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელოვან ავტონომიას. ზანზიბარის დედაქალაქი — ზანზიბარი, მდებარეობს კუნძულ ზანზიბარზე, ხოლო მისი ისტორიული ცენტრი, „სტოუნ-ტაუნი“ (ინგლ. Stone Town), მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.