ვიქტორია ვუდჰული
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიქტორია კლეფლინ ვუდჰული (ინგლ. Victoria Claflin Woodhull), შემდგომ ვიქტორია ვუდქულ მარტინი (ინგლ. Victoria Woodhull Martin; დ. 23 სექტემბერი, 1838 — გ. 9 ივნისი, 1927) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აბოლიციონისტი, ფემინისტი, მწერლი და ამერიკელ ქალთა სუფრაჟისტული მოძრაობის ლიდერი. 1872 წელს მან ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ბევრი ისტორიკოსი თანხმდება იმაზე, რომ ვუდჰული იყო პირველი ქალი, რომელიც გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი. მიუხედავად ამისა ბევრი ფიქრობს, რომ მისი კენჭისყრა არალეგალური იყო, რადგან კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი 35 წელზე უფროსი უნდა ყოფილიყო, მაშინ როდესაც ვიქტორია უფრო ახალგაზრდა იყო. მიუხედავად ამისა იმდროინდელი გაზეთები წერდნენ, რომ ასაკობრივი ზღვარი არ წარმოადგენდა პრობლემას. მაგრამ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ მას არ მიიჩნევდნენ კონკურენტუნარიან და სერიოზულ კანდიდატად, ამიტომაც დიდი ინტერესი არ გამოუჩენიათ (ვუდჰულის 35-ე დაბადების დღე 1873 წლის სექტემბერში, მარტის ინაუგურაციიდან ხუთი თვის შემდეგ, იყო).
ვიქტორია ვუდჰული | |
---|---|
ინგლ. Victoria California Claflin Woodhull Blood Martin | |
დაბადების თარიღი | 23 სექტემბერი, 1838 |
დაბადების ადგილი | ჰომერი, ოჰაიო, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 9 ივნისი, 1927 (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბრენდონი, უორჩესტერშირი, ინგლისი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | არანაირი ფორმალური განათლება |
ეროვნება | ამერიკელი |
რელიგია | სპირიტუალისტი |
პარტია | თანასწორ უფლებათა პარტია (აშშ) |
საქმიანობა | სუფრაჟისტი, პოლიტიკოსი, ფემინისტი, მწერალი |
მამა | რუბენ ბაკმენ კლეფლინი |
დედა | როქსანა ჰიუმლენ კლეფლინი |
მეუღლე/ები |
კენინგ ვუდჰალი (დაქ. 1853; დაშ. 18??) კოლონელ ჯეიმზ ბლადი (დაქ.1865; დაშ.1876 ჯონ ბიდალფ მარტინი (დაქ. 1883; გარდ. 1901 |
შვილ(ებ)ი |
ბაირონ ვუდჰული ზულა მაუდი ვუდჰული |
ჯილდოები | ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[1] |
ქალთა და შრომის უფლებების რეფორმატორი, ასევე იყო „თავისუფლი სიყვრულის“ მომხრე, რაშიც ის გულისხმობდა ქორწინების, გაყრის და შვილების აღზრდის თავისუფლებას ხელისუფლების ან მთავრობის ჩარევის გარეშე.
ვუდჰულმა ორჯერ შეძლო სიღარიბისგან თავის დაღწევა. 1870-იან წლებში სანამ ის სპირიტუალისტურ მოძრაობას შეუერთდებოდა, მოჩვენებით მაგნიტური მკურნალი იყო, რამაც მას წარმატება მოუტანა. ბევრი მისი სტატიის საავტორო უფლება საეჭვოა. თუმცა მიუხედავად მისი ეთიკური პრობლემებისა, მისი როლი ყველანაირ მოძრაობებში ძალიან დიდი იყო. თავის დასთან ერთად, ტენესე კლეფლინთან ერთად, ვიქტორია გახდა პირველი ქალი, რომელიც მუშაობდა უოლ-სტრიტის საბროკერო ფირმაში, მისთვის ეს მეორე და უფრო მნიშვნელოვანი წარმატება იყო.[2] ისინი იყვნენ პირველი ქალები, რომლებმაც დააარსეს გაზეთი აშშ-ში, „Woodhull & Claflin's Weekly“, რომელიც გამოქვეყნდა 1870 წელს.[3]
ვუდჰული პოლიტიკურად აქტიური იყო 1870-იან წლებში, როდესაც დასახელდა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ქალ კანდიდატად. ვიქტორია იყო პრეზიდენტობის კანდიდატი თანასწორი უფლებების პარტიიდან, რომელიც მხარს უჭერდა სუფრაჟიზმსა და თანასწორ უფლებებს. მისი კონკურენტი იყო შავკანიანი აბოლიციონისტი, ფრედერიკ დუგლასი.