ვიკი კარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფლორენსია ვისენტა დე კასილას-მარტინს კარდონა,[3] პროფესიონალურად ცნობილი როგორც ვიკი კარი (ინგლ. Florencia Vicenta de Casillas-Martínez Cardona; დ. 19 ივლისი, 1940, ელ-პასო, ტეხასი, აშშ) — ამერიკელი ვოკალისტი. ის დაიბადა ელ-პასოში, ტეხასის შტატში, მექსიკელი მშობლების ოჯახში. მას ჩაწერილი აქვს სხვადასხვა ჟანრის კომპოზიციები, მათ შორის პოპის, ჯაზისა და ქანთრის. მან პოპულარობა ესპანურენოვანი სიმღერებით მოიპოვა. მან დააარსა საქველმოქმედო ფონდი - Vikki Carr Scholarship Foundation 1971 წელს. მას მოგებული აქვს სამი გრემი. მუსიკოსს გადაეცა სპეციალური ჯილდო ლათინური გრემის მე-9 ყოველწლიურ დაჯილდოებაზე.[4]
სწრაფი ფაქტები ვიკი კარი, ბიოგრაფია ...
ვიკი კარი | |
---|---|
ინგლ. Vikki Carr | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ფლორენსია ვისენტა დე კასილას-მარტინს კარდონა |
დაბ. თარიღი | 19 ივლისი, 1940 (1940-07-19) (83 წლის)[1][2] |
დაბ. ადგილი | ელ-პასო |
წარმოშობა | ელ-პასო, ტეხასი, აშშ |
ეროვნება | მექსიკელები |
ჟანრ(ებ)ი | 1962 - დღემდე |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა |
საიტი | vikkicarr.com |
ვიკი კარი ვიკისაწყობში |
დახურვა