ვერენინგის ხელშეკრულება
From Wikipedia, the free encyclopedia
ვერენინგის ხელშეკრულება (ვერენინგის მშვიდობა)[1] —1902 წლის 31 მაისს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც დაასრულა ბურების მეორე ომი.
ამ ხელშეკრულებამ დაასრულა ბურების ორ დამოუკიდებელ რესპუბლიკასა (ტრანსვაალის რესპუბლიკა, ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო) და ბრიტანეთის იმპერიას შორის მტრობა. ბურებმა აღიარეს ბრიტანეთის უზენაესობა ხოლო ბრიტანეთი წავიდა რამდენიმე დათმობაზე.