ვაცლავ ჰაველი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვაცლავ ჰაველი (ჩეხ. Václav Havel; დ. 5 ოქტომბერი, 1936, პრაღა, ჩეხოსლოვაკია — გ. 18 დეკემბერი, 2011, ჰრადეჩეკი, ჩეხეთი) — ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტი და ანტიკომუნისტი პოლიტიკოსი. უფლებათადამცველი და ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტი (1989-1992 წწ.) და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი (1993-2003). საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის, სამოქალაქო ფორუმის ერთ-ერთი დამაარსებელი, ტოლერანტობისა და შერიგების ევროპული საბჭოს წევრი.
ვაცლავ ჰაველი | |
---|---|
ჩეხ. Václav Havel | |
დაბადების თარიღი | 5 ოქტომბერი, 1936(1936-10-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | პრაღა, ჩეხოსლოვაკია[1] [2] [5] [9] [10] |
გარდაცვალების თარიღი | 18 დეკემბერი, 2011(2011-12-18)[11] [1] [3] [12] [13] [5] [6] [7] [9] [14] [15] (75 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ჰრადეჩეკი[2] |
მოქალაქეობა |
ჩეხოსლოვაკია ჩეხეთი |
განათლება | პრაღის ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი[16] , თეატრალური ფაკულტეტი და შტეპანსკას აკადემიური გიმნაზია[16] |
მამა | ვაცლავ მარია ჰაველი[17] |
დედა | ბოჟენა ვავრეჩკოვა[17] |
მეუღლე/ები | ოლგა ჰავლოვა[18] და დაგმარ ჰავლოვა[19] [20] |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენი |
vaclavhavel.cz | |
დაწერილი აქვს ოცზე მეტი პიესა და რამდენიმე თხზულება, რომელიც მრავალ ენაზეა თარგმნილი. ჰაველს მიღებული აქვს ამერიკის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, ფილადელფიის თავისუფლების მედალი, კანადის ორდენი და კეთილი ნების ელჩის წოდება. ჟურნალმა „Prospect Magazine“ ჰაველი დაასახელა მსოფლიოს მთავარ 100 ინტელექტუალს შორის, მეოთხე ნომრად. ჰაველი არის ცნობილი დოკუმენტის — პრაღის დეკლარაცია ევროპის ნებისა და კომუნიზმის შესახებ, დამფუძნებელი ხელმომწერი.
ვაცლავ ჰაველი პრეზიდენტი „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად გახდა. ამ თანამდებობაზე მან ჯერ ჩეხოსლოვაკია შემდეგ კი ჩეხეთი მულტიპარტიულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქცია. მისი მმართველობის 13 წელიწადში, ქვეყანამ რადიკალური ცვლილება განიცადა. მათ შორის იყო სლოვაკეთისგან გამოყოფა, რასაც ჰაველი ეწინააღმდეგებოდა, ნატოს წევრობის მოპოვება და ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგის დაწყება, რომელიც 2004 წელს, ჰაველის თანამდებობიდან წასვლის წლისთავზე, ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა.