ვაფენ-სს
From Wikipedia, the free encyclopedia
„ვაფენ-სს“ (გერმ. Waffen-SS) — „სს“-ის სამხედრო ფრთა. იგი პოლიტიკური ვითარების შესაბამისად და მანამდე არსებული „სს“-ის სპეცრაზმების გაერთიანებით წარმოიშვა. თავდაპირველად ორგანიზაციის სახელი იყო „სს-ის სარეზერვო რაზმი“. სახელწოდება „ვაფენ-სს“ პირველად 1939—1940 წლის ზამთარში იხმარეს. ომის მომდევნო წლებში „ვაფენ-სს“ „სს“-ის რაიხსფიურერის ჰაინრიხ ჰიმლერის ერთგვარ „ელიტარულ არმიად“ გადაიქცა და გერმანიის შეიარაღებულ ფორმირებათა იერარქიულ კიბეზე ყველაზე მაღალი ადგილი ეკავა. „ვაფენ-სს“-მა თავი გამოიჩინა ბევრ ბრძოლაში, რის გამოც 1943 წლიდან საუკეთესო და თანამედროვე იარაღით აღიჭურვა.
სწრაფი ფაქტები ვაფენ-სს Waffen SS, აქტიური ...
ვაფენ-სს Waffen SS | |
---|---|
„ვაფენ-სს“-ის ჯარისკაცები საბჭოთა კავშირში, 1941 წელი. | |
აქტიური | 1933–1945 |
ქვეყანა | ნაცისტური გერმანია |
ერთგულება | ადოლფ ჰიტლერი |
ტიპი | პანცერდივიზია პანცერგრენადერები საკავალერიო ბრიგადა სამთო ქვედანაყოფი |
რაოდენობა | 900,000 უცხოელი მოხალისეებისა და ახალწვეულების ჩათვლით |
ნაწილი | შუცშტაფელი |
გარნიზონი | სს-ის შტაბ-ბინა, ბერლინი |
დევიზი | Meine Ehre heißt Treue „ჩემი ღირსება ერთგულებაა“ |
ბრძოლები | მეორე მსოფლიო ომი |
მეთაურები | |
ცერემონიული მეთაური | ჰაინრიხ ჰიმლერი |
ცნობილი მეთაურები | იოზეფ დიტრიხი პაულ ჰაუსერი ფელიქს შტაინერი |
დახურვა
„ვაფენ-სს“ იყო გერმანიის მთავარი დამრტყმელი ძალა ორივე ფრონტზე. ვეფენ სს-ის ზოგიერთი რაზმი დაუნდობლად ექცეოდა ტყვეებს და მშვიდობიან მოსახლეობას.