ვარგასის შტატი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვარგასი (ესპ. Estado Vargas) — შტატი ვენესუელაში. სახელი ეწოდა ვენესუელის პირველი არასამხედრო პრეზიდენტის, ხოსე მარია ვარგასის პატივსაცემად. მოიცავს ჩრდილოეთ ვენესუელის სანაპირო რეგიონს, დასავლეთით ესაზღვრება არაგუის შტატი, აღმოსავლეთით — მირანდა, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა და სამხრეთით ფედერალური ოლქი. მის ტერიტორიაზე მდებარეობს ქვეყანაში უდიდესი საზღვაო პორტი. დედაქალაქია ლა-გუაირა.
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვარგასის შტატი Estado Vargas | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
ადმ. ცენტრი | ლა-გუაირა | ||||
შიდა დაყოფა | ვარგასის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 10°34′00″ ჩ. გ. 66°52′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1589 | ||||
ფართობი | 1 496 კმ² | ||||
მოსახლეობა | 332 900 კაცი (2007) | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||||
ოფიციალური საიტი | estadovargas.gob.ve | ||||
შტატის ფართობი 1 496 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 332 900 ადამიანს შეადგენს.
1999 წელს, შტატის გეოგრაფიულ ცენტრში ადგილი ჰქონდა წყალდიდობებსა და მეწყერებს, რომლებიც ვარგასის ტრაგედიის (La Tragedia de Vargas) სახელწოდებითაა ცნობილი. ამ მოვლენებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლისა და ქონების ხელყოფა გამოიწვია. მოსახლეობის გადაადგილების შედეგად საერთოდ გაქრა პატარა ქალაქები.