ემილიო სალგარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ემილიო სალგარი (იტალ. Emilio Carlo Giuseppe Maria Salgàri) 一 იტალიელი სათავგადასავლო და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე ავტორი.[2]
ემილიო სალგარი | |
---|---|
Emilio Salgàri | |
სრული სახელი | Emilio Carlo Giuseppe Maria Salgàri |
დაბადების თარიღი | 21 აგვისტო, 1862 |
დაბადების ადგილი | ვერონა, იტალია |
გარდაცვალების თარიღი | 25 აპრილი, 1911 |
გარდაცვალების ადგილი | ტურინი, იტალია |
დასაფლავებულია | Monumental Cemetery of Verona |
ფსევდონიმი | კაპიტანი სალგარი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მწერალი |
ენა | იტალიური |
ეროვნება | იტალიელი |
მოქალაქეობა | იტალია |
ალმა-მატერი | Q107986776?[1] |
ჟანრი | სათავგადასავლო, სამეცნიერო ფანტასტიკა |
Magnum opus | შავი კორსარი |
გავლენა მოახდინეს | |
ცნობილია, რომ იტალიაში მისი ნაშრომები გაცილებით უფრო წაკითხვადი იყო, ვიდრე თვით დანტე ალიგიერის პოემები. მისი ნაწარმოებები პოპულარობას დღემდე არ კარგავს და, დღესდღეობითაც, ის გამწესებულია იმ ორმოც საუკეთესო იტალიურენოვან ავტორთა შორის, რომელთა ტექსტებიც ყველაზე ხშირად თარგმნადია მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ავტორის გამორჩეულ ნაშრომთა უმეტესობა ადაპტირებულია, როგორც კომიქსებად, ისევე მხატვრულ ფილმებად და ანიმაციურ სერიალებადაც კი. მიიჩნევა იტალიური სათავგადასავლო მხატვრული ლიტერატურისა და იტალიური პოპ-კულტურის მამად, აგრეთვე, კრიტიკოსთა მიერ შეფასებულია, როგორც "იტალო-ვესტერნის ბაბუა“.[3]
გარდა სათავგადასავლო რომანებისა, იტალიურ მწერლობაში ის სამეცნიერო ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა.[4]