ემბერ ტემბლინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ემბერ როუზ ტემბლინი (ინგლ. Amber Rose Tamblyn; დ. 14 მაისი, 1983) [1] — ამერიკელი მსახიობი, მწერალი და რეჟისორი. მან სერიალში, ''General Hospital''-ში ემილი ქუარტერმაინის შესრულებული როლით, მაყურებლის დიდი ყურადღება მიიპყრო. შემდეგ კი მთავარი როლი ითამაშა სერიალში ჟოან არკადიელი, რომელშიც განასახიერა ტიტულოვანი პერსონაჟი, ჯოან გირარდი, რომლისთვისაც მან მიიღო ემი ჯილდო და ოქროს გლობუსის ნომინაციები. ნათამაშები აქვს სხვა როლებიც, მათ შორისაა: ფილმი ჯინსის შარვალი-თილისმა, სადაც ტიბი როლინსის როლი მოირგო, ასევე კიტ ემბრის როლი განასახიერა ფილმში, ზარი (2002), ობრე დევისი ითამაშა საშინელებათა ჟანრის ფილმში, ''წყევლა 2'' (2006) და მეგან მაკბრაიდი 127 საათში (2010); სამედიცინო დრამატულ სერიალში, ''ექიმი ჰაუსში'' თამაშობდა მართა მასტერსის როლს. მას ასევე ჰქონდა ჯენის როლი CBS-ს სიტკომში, 2,5 მამაკაცი.
ემბერ ტემბლინი | |
---|---|
ემბერ ტემბლინი 2014 წელს | |
დაბადების სახელი | ემბერ როუზ ტემბლინი |
დაბადების თარიღი |
14 მაისი, 1983 (1983-05-14) (40 წლის) სანტა მონიკა, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, ავტორი, პოეტი |
აქტიური | 1995-დღემდე |
მეუღლე(ები) | დევიდ კროსი (იქ. 2012) |
შვილ(ებ)ი | 1 |
მშობლები | მამა: რუს ტემბლინი |