ელიზაბეთ სტიუარტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელიზაბეთ სტიუარტი (ინგლ. Elizabeth Stuart, გერმ. Elisabeth Stuart, ჩეხ. Alžběta Stuartovna; დ. 19 აგვისტო 1596, ფაიფი, შოტლანდია - გ. 13 თებერვალი 1662, ლონდონი, ინგლისი), აგრეთვე ცნობილი როგორც ზამთრის დედოფალი — სტიუარტთა დინასტიის წარმომადგენელი. კურპფალცის კურფიურსტი 1613-1623 წლებში როგორც ფრიდრიხ V-ის მეუღლე. იმის გამო, რომ მისმა მეუღლემ მხოლოდ ერთი ზამთრით შეძლო ბოჰემიის ტახტზე ასვლა, ელიზაბეთს მიეკერა ზამთრის დედოფლის მეტსახელი.
ელიზაბეთ სტიუარტი | |
---|---|
Elizabeth Stuart | |
ელიზაბეთი 1642 წელს | |
კურპფალცის კურფიურსტი | |
კორონაცია: | 17 ივნისი 1613 |
მმართ. დასაწყისი: | 14 თებერვალი 1613 |
მმართ. დასასრული: | 23 თებერვალი 1623 |
წინამორბედი: | ლუიზა ჯულიანა ნასაუელი |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ ლოთარინგიელი |
ბოჰემიის დედოფალი | |
კორონაცია: | 7 ნოემბერი 1619 |
მმართ. დასაწყისი: | 4 ნოემბერი 1619 |
მმართ. დასასრული: | 8 ნოემბერი 1620 |
წინამორბედი: | ანა ტიროლიელი |
მემკვიდრე: | ელეონორა გონძაგა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 აგვისტო 1596 |
დაბ. ადგილი: | ფაიფი, შოტლანდია |
გარდ. თარიღი: | 13 თებერვალი 1662 (65 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონი, ინგლისი |
დაკრძ. ადგილი: | 17 თებერვალი 1662, უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი, ინგლისი |
მეუღლე: | ფრიდრიხ V, კურპფალცის კურფიურსტი |
შვილები: |
ჰაინრიხ ფრიდრიხი კარლ I, პფალცის კურფიურსტი ელიზაბეთი, ჰერფორდის აბატისა რუპერტი, კამბერლენდის ჰერცოგი მორისი ლუიზა ჰოლანდინა, მობიზონის აბატისა ედუარდი, სიმერნის პფალცგრაფი ჰენრიეტა მარია ფილიპე სოფია, ჰანოვერის კურფიურსტი |
დინასტია: | სტიუარტები |
მამა: | ჯეიმზ I, ინგლისის მეფე |
დედა: | ანა დანიელი |
რელიგია: | ანგლიკანიზმი |
იყო შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჯეიმზ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ანა დანიელის მეორე ქალიშვილი. მეფე ჩარლზ I-ის უფროსი და.
1714 წელს მას შემდეგ რაც სტიუარტთა დინასტია შეწყდა, ელიზაბეთის შვილიშვილი, ჯორჯ I ჰანოვერელი, დიდი ბებიის (ანუ ელიზაბეთის) მემკვიდრეობით დიდი ბრიტანეთის ტახტზე ავიდა. სწორედ მისი შთამომავალი იყო დედოფალი ვიქტორია. გარდა ამისა ასევე ელიზაბეთის შთამომავალია დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი დედოფალი ელისაბედ II.