ევროპული განახლება
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპული განახლება (ინგლ. Renew Europe, შემოკლებით - ინგლ. Renew) — ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური გაერთიანება, ლიბერალური, პრო-ევროპული პოლიტიკური ჯფური.[4] განახლება არის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) ჯგუფის მემკვიდრე, რომელიც მეექვსე, მეშვიდე და მერვე მოწვევებში არსებობდა 2004-დან 2019 წლამდე.
სწრაფი ფაქტები ევროპული განახლება, ისტორია ...
ევროპული განახლება | |
---|---|
ინგლ. Renew Europe | |
ისტორია | |
წინამორბედი | ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ჯგუფი) |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
ლიბერალიზმი[1] პრო-ევროპელობა ფრაქციები: ლიბერალური კონსერვატიზმი[2] სოციალური ლიბერალიზმი[2] |
პოლიტიკური პოზიცია | ცენტრიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
ევროპის პარლამენტი |
101 / 705 |
https://reneweuropegroup.eu/en/ |
დახურვა
2019 წელს, ევროპარლაენტის 2019 წლის არჩევნების შემდეგ, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) ჯგუფის პრეზიდენტმა გი ვერჰოფსტადტმა გამოაცხადა ჯგუფისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის, გაერთიანების შესახებ.[5]
ჯგუფის პოლიტიკური ფონდი არის ევროპის ლიბერალური ფორუმი.