ევროზონა
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროზონა (ინგლ. Eurozone), ასევე ევროსისტემა ან ევროლენდი — გეოგრაფიული და ეკონომიკური რეგიონი, რომლის წევრიცაა ევროკავშირის წევრი 19 ქვეყანა, რომელთა პირველადი და ერთადერთი იურიდიული ვალუტა ევროა. ევროკავშირის წევრი 8 ქვეყანა ისევ იყენებს საკუთარი ფულის ერთეულს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესობას მომავალში ექნებათ ვალდებულება, გადავიდნენ ევროს გამოყენებაზე. ამ სახელმწიფოებს ევროს მონეტებისა და ბანკნოტების გამოშვების უფლება აქვთ. ამ ზონაში მონეტარულ პოლიტიკას ევროპის ცენტრალური ბანკი ატარებს.
2023 წლის მონაცემებით ევროზონაში შედის 20 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ესტონეთი, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და ხორვატია. ევროზონაში დაახლოებით 340 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყანა (გარდა დანიისა) ვალდებულია შეუერთდეს ევროზონას შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ.
ევროზონის ფულადი ავტორიტეტი არის ევროსისტემა. ევროპის ცენტრალური ბანკი არის ერთადერთ ძალა, რომელიც ადგენს ფულად პოლიტიკას ევროზონის ქვყენებისთვის. ევროპის ცენტრალურ ბანკს მართავს პრეზიდენტი და საბჭო, რომელიც შედგება მონაწილე ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებისაგან. ერთ-ერთი პირველხარისხოვანი საქმე, რომელსაც ევროპის ცენტრალური ბანკი ახორციელებს არის, ევროზონის ქვეყნებმა შეინარჩუნონ ინფლაცია.