ევას მკვლელობისას (სერიალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ევას მკვლელობისას (ინგლ. Killing Eve) — ბრიტანული შავი კომედიი, დრამის და თრილერის ჟანრის ტელესერიალი. იგი დამზადებულია გაერთიანებულ სამეფოში, Sid Gentle Films- ის მიერ BBC America-სა[1] და BBC iPlayer- ისთვის. სერიალი გვიყვება ევა პოლასტრზე (სანდრა ოუ), ბრიტანეთის დაზვერვის გამომძიებელზე, რომელსაც დაევალა ფსიქოპათი მკვლელის ვილენელის (ჯუდი კომერი) ხელში ჩაგდება. დევნის პროგრესირებასთან ერთად მთავარ გმირებს შორის გარკვეული გრძნობა ჩნდება. სერიალი შექმნილია ლიუკ ჯენინგსის რომანის მიხედვით Villanelle.
ევას მკვლელობისას | |
---|---|
ჟანრი | |
მონაწილეობენ |
|
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 3 |
ეპიზოდი | 24 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა BBC America- ზე 2018 წლის 8 აპრილს, ხოლო BBC iPlayer- ზე 2018 წლის 15 სექტემბერს BBC Three- ის საშუალებით. შოუს დიდი წარმატება ხვდა წილად როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში. პირველ და მეორე სეზონს ჰქონდა ყოველკვირეული უწყვეტი რეიტინგი. სერიალმა მიიღო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის Peabody Award და ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო ჯილდო საუკეთესო დრამატული სერიალისთვის . ოუმაც და კომერმაც მრავალი სამსახიობო ჯილდო მოიპოვეს თავიანთი როლებისთვის, ხოლო ფიონა შოუმ საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მიიღო ჯილდო.
მესამე სეზონის პრემიერა გაიმართა 2020 წლის 12 აპრილს BBC America-ზე, ხოლო 2020 წლის 13 აპრილს BBC iPlayer-ზე და დასრულდა 2020 წლის 31 მაისს. 2020 წლის იანვარში სერიალი განახლდა მეოთხე სეზონით, თუმცა გადაღებები COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო 2021 წლის ივნისამდე .