დრამა
From Wikipedia, the free encyclopedia
დრამა — ეპოსსა და ლირიკასთან ერთად ლიტერატურის სამ მთავარ ჟანრთაგან ერთ-ერთი, გარდა ამისა, ცალკეულ პიესასაც შეიძლება დრამა ვუწოდოთ. თეატრში მთავარი არის დრამა, ანუ ტექსტი. მაშასადამე დრამა ლიტერატურული ფორმაა, რომელიც მოიცავს მსახიობთათვის დაწერილი სცენარის შესრულებას, როლის განსახიერებას.
ტერმინს „დრამა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დრამა (მრავალმნიშვნელოვანი). |
ტერმინი ბერძნულიდან (δράμα [dráma]) ქართულად „ქმედებას“, „მოქმედებას“ აღნიშნავს.
დრამა შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე ფორმით: ცოცხალი შესრულებით თეატრში, ფილმში, ტელევიზიით.