სცენარი
From Wikipedia, the free encyclopedia
სცენარს უწოდებენ დრამატული ნაწარმოების გეგმას, კონსპექტს, იგი წარმოადგენს მოქმედების მოკლე აღწერას და სცენების თანმიმდევრობას.
სიტყვა სცენარი წარმოიშვა თეატრიდან. სცენარიუსს უწოდებდნენ ადამიანს, რომელიც იდგა კულისებში და მსახიობებს მიუთითებდა, როდის უნდა გასულიყვნენ სცენაზე, ასევე თვალს ადევნებდა პროცესების მიმდინარეობას.
ტერმინი სცენარი კინემატოგრაფში გადავიდა და იმ მსახიობების სიას წარმოადგენდა, რომლებიც უნდა გასულიყვნენ კინოაპარატთან.