დოლმენი
მეგალითური ნაგებობა / From Wikipedia, the free encyclopedia
დოლმენი (ინგლ. Dolmen) — მეგალითური ნაგებობა. ის ძირითადად შედგება ვერტიკალური შემომსაზღვრელი კოჭებისგან, რომლებიც კედელს ქმნიან და ჰორიზონტალური ბლოკებისგან — ფილებისგან, რომლებიც ახდენენ შიდა კამერის იზოლაციას.
დოლმენი თარიღდება ნეოლითის გვიანდელი პერიოდით (ძვ. წ. 4000 — ძვ. წ. 3000). არქეოლოგების აზრით დოლმენი ძირითადად ტომის ბელადის პრიმიტიულ საცხოვრებელს წარმოადგენდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი, რომელთაც ზევიდან მიწას აყრიდნენ, იგებოდა დამკრძალავი კამერების სახით.