დეივ ბრუბეკი
From Wikipedia, the free encyclopedia
დეივიდ უორენ „დეივ“ ბრუბეკი (ინგლ. David Warren „Dave“ Brubeck) (დ. 6 დეკემბერი, 1920 — გ. 5 დეკემბერი, 2012) — ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომელიც მიჩნეულია ქულ-ჯაზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. მას ეკუთვნის არაერთი ჯაზის სტანდარტი, "In Your Sweet Way"-სა და "The Duke"-ის ჩათვლით. ფასდაუდებელია მისი იმპროვიზაციის უნარი, მცდელობა ჯაზის და კლასიკური მუსიკის შერწყმისა და ის გარდატეხა, რომელიც მან შეიტანა ჯაზის სამყაროში, ზურგია აქცია რა ტრადიციულ სვინგს, რომელიც 4/4 რიტმულ თვლას ეფუძნებოდა და შეეჭიდა აქამდე გაუგონარ რითმებს: 3/4, 5/4, 6/4, 7/4, 9/8.
დეივ ბრუბეკი | |
---|---|
დეივ ბრუბეკი ლუდვიგსჰაფენში 2005 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | დევიდ უორენ ბრუბეკი |
დაბ. თარიღი | 6 დეკემბერი, 1920 |
დაბ. ადგილი | კონკორდი, აშშ |
გარდ. თარიღი | 5 დეკემბერი, 2012 (91 წლის) |
გარდ. ადგილი | ნორვოლკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ჯაზი, ქულ-ჯაზი, Third stream |
საქმიანობა | პიანისტი, კომპოზიტორი, |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო |
აქტიური | 1940-იანები-2012 |
ლეიბლ(ებ)ი | Columbia Records, Legacy Recordings, Sony Music Entertainment, A&M Records, Atlantic Records |
საიტი | davebrubeck.com |
დეივ ბრუბეკი ვიკისაწყობში |
ბრუბეკის რიტმულ განუკითხაობას და აგრესიულ საშემსრულებლო სტილს მოხერხებული პარტნიორი სჭირდებოდა და ასეთი აღმოჩნდა ალტ-საქსოფონისტი პოლ დეზმონდი. სწორედ მან აჩუქა ბრუბეკის ჯაზ ოთხეულლს დაუვიწყარი შედევრი Take Five, რომელიც 5/4 რიტმულ თვლას ეფუძნება.[1]. კომპოზიცია შესული ალბომში Time Out, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვადი ჯაზ-ალბომია.[2]. დეივ ბრუბეკს უამრავი ჯაზ-ჰიტის გარდა, ეკუთვნის რამდენიმე სასულიერო კომპოზიციაც.