დედა ტერეზა
From Wikipedia, the free encyclopedia
დედა ტერეზა (ალბ. Agnes Gonxha Bojaxhiu; დ. 26 აგვისტო, 1910 — გ. 5 სექტემბერი, 1997) — ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში.
სწრაფი ფაქტები დედა ტერეზა Anjezë Gonxhe Bojaxhiu, დაიბადა ...
დედა ტერეზა Anjezë Gonxhe Bojaxhiu | |
---|---|
დაიბადა |
26 აგვისტო, 1910(1910-08-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] სკოპიე, კოსოვოს ვილაიეტი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაიცვალა |
5 სექტემბერი, 1997(1997-09-05)[12] [13] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (87 წლის) კოლკატა[12] [14] |
დასაფლავებულია | Mother House Of The Missionaries Of Charity |
ხსენების დღე | 5 სექტემბერი |
მოღვაწეობა | რელიგიური და |
ენა | ალბანური ენა, ბენგალური ენა, ინგლისური ენა, ჰინდი ენა, სერბული ენა და სლოვენური ენა[15] |
მეუღლე | |
დახურვა
მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, მისი წევრები სხვა ქვეყნებშიც იწყებენ საქველმოქმედო საქმიანობას და უკვე 1970-იანი წლებისთვის დედა ტერეზა მსოფლიოში განთქმული ხდება ჰუმანიტარული საქმიანობისა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებისთვის. გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი ნეტარად შერაცხა, ხოლო 2016 წელს პაპმა ფრანცისკემ ის წმინდანად შერაცხა.