დასავლეთი ახალი გვინეა
From Wikipedia, the free encyclopedia
დასავლეთი ახალი გვინეა (ირიან ჯაია, დასავლეთი ირიანი) — კუნძულ ახალი გვინეის დასავლეთი ნაწილის დასახელება, რომელიც ეკუთვნის ინდონეზიას და შედგება ორი პროვინციისაგან: პაპუა და დასავლეთი პაპუა. ინდონეზიის შემადგენლობაში დასავლეთი ახალი გვინეა შევიდა 1969 წელს, იგი ადრე ცნობილი იყო, როგორც ნიდერლანდების ახალი გვინეა და დასავლეთი ირიანი, ხოლო 1973—2000 წლებში როგორც ირიან-ჯაია.
დასავლეთი ახალი გვინეის ტერიტორია ანექსირებული იქნა ინდონეზიის მიერ 1969 წელს თავისუფალი არჩევნის შესახებ აქტის თანახმად, რომლის კანონიერება ყველას მიერ არ არის აღიარებული. 2003 წელს ინდონეზიის მთავრობამ განაცხადა, რომ დასავლეთი ახალი გვინეის ტერიტორია, რომელიც აქამდე ერთიანი პროვინცია იყო, დაყოფილი იქნება სამ პროვინციად: პაპუა, ცენტრალური პაპუა და დასავლეთი ირიან ჯაია. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი პროტესტები. შედეგად ინდონეზიის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცენტრალური პაპუის პროვინციის შექმნა გაუქმდა. დასავლეთი ირიან ჯაია იმ მომენტში უკვე შექმნილი იყო (06.02.2006), მაგრამ მისი საბოლოო მომავალი ჯერაც არ არის გარკვეული. 2007 წლის 7 თებერვალს მას სახელად დაერქვა დასავლეთი პაპუას პროვინცია (Papua Barat).