დარემის უნივერსიტეტი (ინგლ. Durham University) — კოლეგიალური საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ დარემში. უნივერსიტეტი პარლამენტის აქტით 1832 წელს დაარსდა და სამეფო სიგელი 1837 წელს მიიღო. დარემი, ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების დაარსების შემდგომი ექვსასწლიანი პაუზის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს მესამე უნივერსიტეტია.[12][13]
სწრაფი ფაქტები დარემის უნივერსიტეტი, დევიზი ...
დარემის უნივერსიტეტი |
---|
Durham University |
ლათ. Universitas Dunelmensīs |
|
დარემის ციხესიმაგრეში (მთავარი კარიბჭე სურათზე) მდებარეობს დარემის საუნივერსიტეტო კოლეჯი. ციხესიმაგრე მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი შენობაა, რომელსაც საუნივერსიტეტო ფუნქცია გააჩნია. [1][2] |
|
დევიზი |
ლათ. Fundamenta eius super montibus sanctis (საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა, ფსალმუნი 86) |
---|
დაფუძნდა |
1832 |
---|
ატარებს სახელს |
დარემის კათედრალი |
---|
დამფუძნებელი (-ები) |
William Van Mildert და Charles Thorp |
---|
ტიპი |
კოლეგიალური უნივერსიტეტი, საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი, უმღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და საგანმანათლებლო ორგანიზაცია |
---|
რექტორი |
Karen O'Brien[3] |
---|
თავმჯდომარე |
Thomas Allen[4] |
---|
სტუდენტი |
19 520[5] |
---|
მისამართი |
University House, Old Evet, Durham, DH1 3HP |
---|
მდებარეობა |
დარემი |
---|
ქვეყანა |
გაერთიანებული სამეფო |
---|
ტელეფონი |
+44-191-334-2000 და +44-1913342000 |
---|
ფერები |
პალატინი (სოსანისფერი) (ღიაიისფერი)
|
---|
კავშირები |
N8 Research Partnership, Faith and Globalisation Network of Universities, Universities UK, Matariki Network of Universities, EFMD Quality Improvement System, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[6] , Association to Advance Collegiate Schools of Business, თანამეგობრობის უნივერსიტეტების ასოციაცია, რასელის ჯგუფი, Association of MBAs, ORCID[7] [8] , Jisc[9] , Digital Preservation Coalition[10] და arXiv[11] |
---|
აფილაცია |
რასელის ჯგუფი, Association to Advance Collegiate Schools of Business, თანამეგობრობის უნივერსიტეტების ასოციაცია, Association of MBAs, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია, EFMD Quality Improvement System, Faith and Globalisation Network of Universities, Matariki Network of Universities და Universities UK |
---|
|
https://durham.ac.uk |
დახურვა
უნივერსიტეტის სტრუქტურიდან გამომდინარე, მისი ძირითადი ფუნქციები გადანაწილებულია უნივერსიტეტის აკადემიურ განყოფილებებსა და მის 17 კოლეჯს შორის. უნივერსიტეტის დეპარტამენტები ატარებენ კვლევებს და ზედამხედველობენ სასწავლო პროცესს, ხოლო კოლეჯები პასუხისმგებელნი არიან სტუდენტების საშინაო მოწყობასადა კეთილდღეობაზე.
უნივერსიტეტის მოქმედ და ემერიტუს თანამშრომლებს შორის არიან სამეფო საზოგადოების 14 წევრი, ბრიტანეთის აკადემიის 17 წევრი , სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის 14 წევრი, ედინბურგის სამეფო საზოგადოების 5 წევრი, ხელოვნების სამეფო საზოგადოების 2 წევრი და სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიიის 2 წევრი . [14] დარემის კურსდამთავრებულები ტრადიციულად საკუთარი გვარის შემდეგ იყენებდნენ ლათინურ პოსტ-ნომინალურ წარწერას Dunelm მათი ხარისხის შემდეგ (რაც მომდინარეობს Dunelmensis-დან, დარემელეი).