გრეივსის დაავადება
From Wikipedia, the free encyclopedia
გრეივსის დაავადება (ინგლ. Graves' disease) — ასევე ცნობილია, როგორც დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი და ფლაიან-ბაზედოვ-გრეივსის დაავადება. არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს და იწვევს ჰიპერთირეოიდიზმსა და ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას. ნიშნები და სიმპტომები მოიცავს: გაღიზიანებადობას, კუნთების სისუსტეს, ძილის პრობლემებს, გულისცემის აჩქარებას, სითბოსადმი ტოლერანტობის დარღვევას, დიარეს და წონის კლებას. სხვა სიმპტომები მოიცავს კანის გასქელებას წვივებზე, ცნობილს, როგორც პრეტიბიალური მიქსედემა და თვალის გადმოკარკვლას, ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც გრეივსის ოფთალმოპათია. დაახლოებით 25 %- იდან 80 %-მდე ადამიანს უვითარდება გრეივსის დაავადების დროს თვალის პრობლემები. [1][2]
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|გრეივსის დაავადება}} |
გრეივსის დაავადება | |
---|---|
დარგი | ენდოკრინოლოგია |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 5419 |
ICD-10 | E05.0 |
ICD-9 | 242.0 |
OMIM | 275000 |
MedlinePlus | 000358 |
eMedicine | eMedicine: med/929 ped/899 |
MeSH | D006111 |
ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა სარწმუნოა მის განითარების მექანიზმში გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომბინაცია.[3] დაავადების გამოვლენის ალბათობა უფრო მაღალია იმ ინდივიდებში, რომელთა ოჯახის წევრები იყვნენ/არიან დაავადებული გრეივსის დაავადებით. ტყუპებს შორის დაავადების განვითარების რისკი 30%-ია.[4] დაავადების გამოვლენას შეიძლება უბიძგოს სტრესმა, ინფექციებმა ან მშობიარობამ. დაავადების განვითარების ალბათობა მაღალია სუბიექტებში, რომელთაც აქვთ სხვა აუტოიმუნური დაავადებები მაგალითად: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და რევმატოიდული ართრიტი. მოწევა ზრდის გრეივსის დაავადების განვითარების ალბათობას და აუარესებს თვალის პრობლემებს. დაავადება გამოწვეულია ანტისხეულით, თიროიდ მასტიმულირებელი იმუნოგლობულინი (TSI), რომელსაც თიროიდ მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) მსგავსი ეფექტი აქვს.[1] ამ ანტისხეულების მოქმედებით ფარისებრი ჯირკვალი აწარმოებს ჭარბ თირეოიდულ ჰორმონს. დიაგნოზი დამყარებულია სიმპტომებზე სისხლის ტესტებთან ერთად და რადიოდიდის შთანთქმაზე. სისხლის ტესტი ტიპურია, როდესაც აწეულია T3-ის და T4-ის დონე, დაბალია TSH, გაზრდილია რადიოდიდის შთანთქმა ფარისებრი ჯირკვლის ყველა არეში და TSI ანტისხეულები.[5]
არსებობს მკურნალობის სამი მეთოდი:რადიოაქტიური იოდით მკურნალობა, პრეპარატებით მკურნალობა და ქირურგიული მკურნალობა.რადიოაქტიური იოდით თერაპია მოიცავს იოდ131-ის მიღებას პერორალურად რომელიც კონცენტრირდება ფარისებრ ჯირკვალში და ანადგურებს მას რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. შედეგი არის ჰიპოთირეოიდიზმი რომელიც იკურნება სინთეზური თირეოიდული ჰორმონით. მედიკამენტები, მაგალითად როგორიცაა ბეტა-ბლოკერები აკონტროლებს სიმპტომებს და ანტი-თირეოიდული მედიკამენტები როგორიცაა მეთიმაზოლი დროებით ეხმარება ადამიანს იმ დროში როცა სხვა პრეპარატებს აქვს მოქმედების ეფექტი, ქირურგიული ჩარევა ამოიკვეთოს ფარისებრი ჯირკვალი არის უკვე სხვა არჩევანი. თვალის პრობლემები მოითხოვს სხვა დამატებით მკურნალობას.[1]
გრეივსის დაავადება აღინიშნება მოსახლეობის დაახლოებით 0,5 %- ში. იგი 7,5ჯერ მეტადაა ქალებში გავრცელებული ვიდრე მამაკაცებში.ხშირად იგი 40-იდან 60 წლამდე ასაკის შუალედში მერყეობს. იგი არის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი ჰიპერთირეოიდიზმისა აშშ-ში (დაახლოებით შემთხვევების 50 %იდან 80 %-მდე). ეს მდგომარეობა აღწერა რობერტ გრეივსმა, 1835 წელს, რომლის პატივსაცემად ეწოდა შემდგომში დაავადებას ეს სახელი. არსებობს აგრეთვე რამდენიმე უფრო ადრეული აღწერა ამ დაავადებისა.