გიორგი რევაზიშვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი რევაზიშვილი (დ. 16 ნოემბერი, 1974, საგარეჯო) — ქართველი სპორტსმენი (ძიუდო), ორგზის ევროპის ჩემპიონი (გუნდური, 2003, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 73 კგ; 1996, ჰააგა, ნიდერლანდები, 65 კგ), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1997, პარიზი, საფრანგეთი, 60 კგ), ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი (1994, კაირო, ეგვიპტე, 65 კგ) საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1996, 71 კგ).