გილბერტ კით ჩესტერტონი (დ. 29 მაისი, 1874, ლონდონი — გ. 14 ივნისი, 1936, ბეკონზფილდი) — ინგლისელი მწერალი, ფილოსოფოსი და თეოლოგი; დეტექტიური ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, წერდა აგრეთვე ესეებს, ლექსებს, მოთხრობებს და მონოგრაფიებს გამოჩენილ მწერალთა შესახებ. მოიხსენიება, როგორც „პარადოქსების პრინცი“.[24]
სწრაფი ფაქტები გილბერტ კით ჩესტერტონი, დაბადების თარიღი ...
გილბერტ კით ჩესტერტონი |
---|
ინგლ. Gilbert Keith Chesterton |
|
დაბადების თარიღი |
29 მაისი, 1874(1874-05-29)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] |
---|
დაბადების ადგილი |
კენსინგტონი |
---|
გარდაცვალების თარიღი |
14 ივნისი, 1936(1936-06-14)[20] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [14] [15] [16] [17] [18] [19] (62 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
Beaconsfield[21] |
---|
დასაფლავებულია |
ბაკინგემშირი |
---|
საქმიანობა |
ჟურნალისტი[21] [19] , პოეტი[18] [19] , რომანისტი, ავტობიოგრაფი, მწერალი[21] [18] [19] [22] , სცენარისტი, ფილოსოფოსი, ბიოგრაფი, ილუსტრატორი, კრიმინალისტი მწერალი, ლიტერატურის ისტორიკოსი, ესეისტი[18] , დრამატურგი[18] [19] , პუბლიცისტი, ისტორიკოსი[19] , ლიტერატურული კრიტიკოსი[12] და უნივერსიტეტის პროფესორი[12] |
---|
ენა |
ინგლისური ენა |
---|
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო |
---|
ალმა-მატერი |
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ფლეიდ ფელიქსის სახვითი ხელოვნების სკოლა, სენტ-პოლის სკოლა[23] და Colet Court[23] |
---|
ჟანრი |
ესე და პოეზია |
---|
Magnum opus |
The Club of Queer Trades, კაცი, რომელიც იყო ხუთშაბათი, Orthodoxy, მარადიული ადამიანი, ნოტინგჰილელი ნაპოლეონი და მამა ბრაუნი |
---|
ჯილდოები |
Knight Commander with Star of the Order of St. Gregory the Great |
---|
მეუღლე |
Frances Chesterton[23] |
---|
ნათესავ(ებ)ი |
A. K. Chesterton |
---|
|
ხელმოწერა |
|
---|
საიტი |
chesterton.org |
---|
|
დახურვა
ჩესტერტონი ცნობილია მოთხრობებით კათოლიკე მღდელი მოყვარული დეტექტივის, მამა ბრაუნის, შესახებ.[25] ამ პერსონაჟზე მან 50-ზე მეტი მოთხრობა შექმნა.
ჩესტერტონი ასევე წერდა აპოლოგიებს. ამ მხრივ გამორჩეულია მისი წიგნები „მართლმადიდებლობა“ (1908) და „მარადიული ადამიანი“ (1925). მწერალი საკუთარ თავს „მართლმადიდებელ ქრისტიანს“ უწოდებდა და ამ პოზიციას კათოლიციზმთან აიგივებდა, საბოლოოდ კი იგი ანგლიკანიზმიდან კათოლიციზმზე მოექცა. ბიოგრაფები ჩესტერტონს მიიჩნევენ ისეთი ვიქტორიანული მწერლების გზის გამგრძელებლებად, როგორებიც არიან მეთიუ არნოლდი, ჯონ ჰენრი ნიუმენი და ჯონ რესკინი.