განგოტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
განგოტრი (ინგლ. Gangotri Glacier) — დიდი მყინვარი ინდოეთში, ჰიმალაის მთებში. განლაგებულია ზასკარის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე ბჰაგირატხის მარცხენა შენაკადის — განგოტრის ზემოთში.[1] იწყება მწვერვალ ბადრინატხის (7188 მ) რაიონში და მიემართება დასავლეთისაკენ. მყინვარ განგოტრის სიგრძეა 32 კმ, ფართობი — 300 კმ². ფირნის ხაზი გადის 5150 მეტრზე, მყინვარის ქვედა ბოლო მოგვაგონებს „ძროხის პირს“ და ეწოდება „გაუმუკხი“ (Goumukh ან Gaumukh, gou — „ძროხა“ და mukh — „სახე“). ბოლო წლებში განიცდის შეთხელებას.[2]
სწრაფი ფაქტები განგოტრი ...
კოორდინატები: 30°50′00″ ჩ. გ. 79°10′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | ინდოეთი |
ქედი | ჰიმალაი |
ფართობი | 300 კმ² |
სიგრძე | 32 კმ |
მდგომარეობა | პულსაციური |
დახურვა