ბჰუტანის საგარეო ურთიერთობები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193 ქვეყნიდან 54 სახელმწიფოსთან და ევროპის კავშირთან აქვს.[1][2] ბჰუტანის შეზღუდული საგარეო ურთიერთობები, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ფორმალური ურთიერთოების არქონა, ქვეყნის განსაზღვრული იზოლაციონისტური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც სახელმწიფოზე უცხოური გავლენის შესუსტებას ისახავს მზნად.[3] აღნიშნულ პოზიციას ინდოეთთან ახლო ურთიერთობები ამყარებს, რომლის პროტექტორატიც იყო.[3][4]
1971 წელს ინდოეთის მხარდაჭერით ბურტანმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრინებით საგარეო ურთიერთობების განვითარება დაიწყო. 1981 წელს ბუტანი საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს შეუერთდა, ხოლო მომდევნო წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და იუნესკოში გაწევრიანდა. იგი სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის აქტიური წევრია. ბჰუტანი ამჟამად 45 საერთაშორისო ორგანიზაციაშია გაწევრიანებული.[5]
ბჰუტანის კონსტიტუტციის მე-20 მუხლის თანახმად, ქვეყნის საგარეო ურთიერთობები ბჰუტანის მეფის, პრემიერ-მინისტრისა და სხვა მინისტრების მიერ განისაზღვრება.[6]