![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/08/Smithsonian-Museum_of_Natural_History.jpg/640px-Smithsonian-Museum_of_Natural_History.jpg&w=640&q=50)
ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი — ბუნების ისტორიის მუზეუმი, რომელსაც მართავს ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი. მდებარეობს ეროვნულ ცენტრში, ვაშინგტონში, აშშ. მუზეუმში შესვლა უფასოა და ღიაა წელიწადში 364 დღე. 2016 წელს მუზეუმს ჰყავდა 7.1 მილიონი ვიზიტორი, და ამით მუზეუმი გახდა მეთერთმეტე ყველაზე მონახულებადი მუზეუმი მსოფლიოში და ყველაზე მონახულებადი ბუნების ისტორიის მუზეუმი მსოფლიოში. [3] მუზეუმი ეროვნულ ცენტრში გაიხსნა 1910 წელს და იყო სმითსონის ინსტიტუტის ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელიც აშენდა ექსკლუზიურად ეროვნული კოლექციების და კვლევითი ობიექტების შესანახად. მთავარ შენობის საერთო ფართობია 1.5 მილიონი ფუტი, საზოგადოებრივი და საგამოფენო სივრცეს უკავია 325,000 ფუტი, მუზეუმს მთლიანობაში ჰყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი.
ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
ინგლ. National Museum of Natural History[1] | |
![]() მთავარი ფასადი | |
38°53′28″ ჩ. გ. 77°01′33″ დ. გ. | |
დაარსდა | 1910 წელს |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | ვაშინგტონი[2] [1] |
ვიზიტორები | 6 მილიონი (2017) |
დირექტორი | კირკ ჯონსონი |
ოფიციალური საიტი | naturalhistory.si.edu |
![]() |
მუზეუმის კოლექცია შეიცავს 145 მილიონზე მეტ [4] მცენარეების, ცხოველების, ნამარხი ნაშთების, მინერალების და ქანების ნიმუშებს. მუზეუმს აქვს ადამიანის კულტურული არტეფაქტების უდიდესი კოლექცია მთელ მსოფლიოში. [5] ჰყავს 185-მდე პროფესიონალი საბუნებისმეტყველო მეცნიერი, რომლებიც სწავლობენ ბუნებისა და კულტურის ისტორიას.