ბოსტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსტონი (ინგლ. Boston [ˈbɑːstn̩]) — მასაჩუსეტსის თანამეგობრობის დედაქალაქი აშშ-ში. ის ასევე ახალი ინგლისის რეგიონის უდიდესი ქალაქი და არაოფიციალური დედაქალაქია. ბოსტონი ერთ-ერთი უძველესი, უმდიდრესი და კულტურულად ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი ქალაქია აშშ-ში. მისი ეკონომიკა ეყრდნობა განათლების, ჯანდაცვის, ფინანსებისა და ტექნოლოგიის სფეროებს.
ტერმინს „ბოსტონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბოსტონი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბოსტონი Boston | |||||
| |||||
ქვეყანა | აშშ | ||||
შტატი | მასაჩუსეტსიმასაჩუსეტსი | ||||
ქაუნთი | საფფოლკი | ||||
კოორდინატები | 42°21′28″ ჩ. გ. 71°03′42″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ტომას მენინო | ||||
დაარსდა | 1630 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1822 | ||||
ფართობი | 232.1 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 43 მ | ||||
მოსახლეობა | 590,763 კაცი (2006) | ||||
სიმჭიდროვე | 4,815 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 4,455,217 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 617 / 857 | ||||
საფოსტო ინდექსი | 02108–02137[1] , 02217[1] , 02222[1] , 02241[1] , 02266[1] , 02283–02284[1] , 02293[1] , 02297–02298[1] , 02163[1] , 02196[1] , 02199[1] , 02201[1] , 02203–02206[1] , 02210–02212[1] და 02215[1] | ||||
ოფიციალური საიტი | cityofboston.gov | ||||
დახურვა
ბოსტონს მრავალი მეტსახელი აქვს. „ქალაქი მაღლობზე„ მომდინარეობს მასაჩუსეტსის უბის კოლონიის გუბერნატორის ჯონ უინთროპის მიზნიდან შეექმნა ბიბლიური „ქალაქი მაღლობზე“. ის ასევე მიუთითებს ბოსტონის მთავარ სამ შემაღლებაზე. „ბინტაუნი“ მიუთითებს ადრეულ ბოსტონელ ვაჭართა ჩვევაზე, რომლებიც ლობიოს შეჭამადს ამზადებდნენ მოლასეს ბლანტ წვენში.