ბირთვული რეაქტორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბირთვული რეაქტორი — მოწყობილობა რომელშიც ხორციელდება მართვადი ბირთვული ჯაჭვური რეაქცია, ენერგიის გამოყოფის თანხლებით. პირველი ბირთვული რეაქტორი აშენდა და გაეშვა 1942 წლის დეკემბერს აშშ-ში, ენრიკო ფერმის ხელმძღვანელობით. პირველი რეაქტორი, რომელიც აშშ-ს ფარგლებს აშენდა, გახდა კანადაში 1945 წლის სექტემბერში გაშვებული ZEEP-ი. ევროპაში პირველი ბირთვული რეაქტორი, Ф-1, გაეშვა 1946 წლის 25 სექტემბერს მოსკოვში იგორ კურჩატოვის ხელმძრვანელობით. 1978 წლისთვის მსოფლიოში აქტიურ ექსპლუატაციაში იმყოფებოდა ასამდე სხვადასხვა ტიპის ბირთვული რეაქტორი. ნებისმიერი ბირთვული რეაქტორის შემადგენელი ნაწილებია: ჩვეულებრივ ნეიტრონების ამრეკლით გარსშემორტყმული აქტიური ზონა ბირთვული სათბობით, თბომატარებელი, ჯაჭვური რეაქციის რეგულირების სისტემა, რადიაციული დაცვა, დისტანციური მართვის სისტემა. ბირთვული რეაქტორის ძირითად მახასიათებელია მისი სიმძლავრე. 1 მვტ სიმძლავრე შეესაბამება ჟაჭვურ რეაქციას, რომელშიც 1 წამში გაყოფის 3×1016 აქტი მიმდინარეობს.