ბიგ-ბენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიგ-ბენი (ინგლ. Big Ben) — უესტმინსტერის სასახლის ექვსი ზარიდან ყველაზე დიდი ზარის სახელი, ხშირად ამ სახელს თვითონ საათის კოშკსაც მიაკუთვნებენ[3], რომელსაც 2012 წლის სექტემბრიდან ოფიციალურად „ელისაბედის კოშკი“ ჰქვია[4]. კოშკს მსოფლიოში ყველაზე დიდი, ოთხივე მხარეს მიმართული, ზარის მრეკავი საათი აქვს, ხოლო თვითონ კოშკი, მსოფლიოში მარტოდ მდგარი საათის კოშკებიდან, სიმაღლით მესამეა . კოშკის მშენებლობა 1858 წელს დასრულდა, მისი 150-ე წლისთავი კი 2009 წლის 31 მაისს აღინიშნა[5], რომლის დროსაც სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა[6][7]. კოშკი, როგორც ლონდონის ასევე ინგლისის, ყველაზე თვალშისაცემი სიმბოლო გახდა და ხშირად ლონდონში გადაღებული ფილმების მთავარი მოქმედების ობიექტს წარმოადგენს.
სწრაფი ფაქტები ელისაბედის კოშკი, ზოგადი ინფორმაცია ...
ელისაბედის კოშკი | |
---|---|
Big Ben | |
ელისაბედის კოშკი 2022 წელს | |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | საათის კოშკი |
არქიტექტურული სტილი | ნეო-გოთიკა |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო[1] |
მდებარეობა | ვესტმინსტერი, ლონდონი, ინგლისი |
კოორდინატები | 51°30′02″ ჩ. გ. 0°07′28″ დ. გ. |
დაიწყო | 28 სექტემბერი, 1843[2] |
დასრულდა | 31 მაისი, 1859; 164 წლის წინ (1859-05-31) |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
სიმაღლე | 96 მეტრი |
სართულთა რაოდენობა | 11 |
არქიტექტორ(ებ)ი | ავგუსტუს პიუჯინი |
საიტი | |
parliament.uk/bigben/ |
დახურვა