აღმოსავლეთ აზიის ხელოვნება და კულტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთ აზიის ხელოვნება და კულტურა—აღმოსავლეთ აზიის კულტურაზე საუკუნეების განმავლობაში დიდი გავლენა მოახდინა ჩინეთმა,რომელმაც საბოლოოდ საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ აზიის ცივილიზაციას.[1][2]
ჩინური კულტურის მიმდინარეობებმა და სახელოვნებო ტექნიკამ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ჩინელების სიყვარული კალიგრაფიისადმი,[3] დეკორატიული კერამიკის, მათ შორის, ფაიფურის შექმნის უნარი, შთაგონების წყარო გახდა კორეისა და იაპონიის ხელოვნების მოყვარულებისა და ხელოვანთათვის. აღმოსავლეთ აზიის რეგიონის მთავრობები და მმართველები ხელს უწყობდნენ ხელოვან ადამიანებს, აარსებდნენ ოფიციალურ სახელოსნოებს. ისინი აკადემიებს. მხატვრებისა და პოეტების მეცენატები იყვნენ. ამ მოღვაწეობის კვალმა ჩვენს დრომდე მოაღწია.[4]